უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:37იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:59კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
არქივი
საზოგადოება

ისრაელის სახლის ინიციატივით, ისრაელის ქარმელის კოლეჯი ქართულ უნივერსიტეტებთან ითანამშრომლებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ისრაელში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში ვიზიტით მყოფი ისრაელის დელეგაცია დღეს საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია. სტუმრებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა.
ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა და ისრაელის ქარმელის აკადემიური კოლეჯის პრეზიდენტმა აკრამ ხასონმა საქართველოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სასწავლებლების მიერ ერთობრივი პროექტების შემუშავებას, კვლევით საქმიანობას, სტუდენტებისთვის დისტანციურ სწავლებას და ორმაგი ხარისხის მინიჭებას ითვალისწინებს.
ქარმელის აკადემიური კოლეჯისა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ინიციატივა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელს იციკ მოშეს ეკუთვნის. დაგეგმილია, აგრეთვე, კარმელის კოლეჯის საქმიანი ურთიერთობა სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება ქართულ უნივერსიტეტებში ჰოლოკოსტის კურსის სწავლების დაწყების ხელშეწყობა იქნება.
იციკ მოშეს განცხადებით, „ისრაელის სახლის“ აქტიური მუშაობით, 2018 წელს ისრაელ-საქართველოს ურთიერთიერთობებში ერთ-ერთი წამყვანი განათლების თემატიკა იქნება. ამ საკითხზე ისაუბრა ისრაელში ოქტომბერში გამართული ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ამ ვიზიტისას, პრაქტიკულად, გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რომელიც, ამავდროულად, „ისრაელის სახლის“ სამუშაო გეგმაცაა. „ქარმელის კოლეჯი ისრაელში ერთ-ერთი ავტორიტეტული სასწავლებელია და, ვფიქრობ, წარმატებული აღმოჩნდება მისი თანამშრომლობა ქართულ უნივერსიტეტებთან“, _ განაცხადა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა.
როგორც თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას აკრამ ხასონმა განაცხადა, მოხარულია, რომ ქარმელის კოლეჯი ერთ-ერთი პირველი სასწავლებელია ისრაელიდან, რომელიც მჭიდრო თანამთშრომლობას აპირებს ქართულ უნივერსიტეტებთან. „ლაპარაკია ახალი თაობისთვის თანამედროვე განათლების მიცემაზე, ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებაზე, რაც ისრაელ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მოემსახურება“, - აღნიშნა ქარმელის კოლეჯის პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:

ამირან გამყრელიძე - კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე
13 აპრილი, 2021 , 16:40
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
13 აპრილი, 2021 , 13:34

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
13 აპრილი, 2021 , 12:07

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
13 აპრილი, 2021 , 11:13

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
13 აპრილი, 2021 , 10:59

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13 აპრილი, 2021 , 10:49