უკან

საზოგადოება

10 სექტემბერი, 2018 11:30
font-size

„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეები აღინიშნა

9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, ებრაული კულტურის ევროპული დღეები და ებრაული ახალი წელი აღინიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და ისრაელთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელძღვანელი კრისტიან ურსე, პარლამენტარი გია მიქელაძე, საქართველოში მოღვაწე ებრაელი ბიზნესმენები და ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება“ ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გახსნა. მან ისაუბრა „ისრაელის სახლის“ აქტივობებზე - ჰასბარაზე (ისრაელის მხარდაჭერა/წარმოდგენა), ებრაული კულტურის ევროპულ მარშრუტზე, საქართველო, ისრაელის და მსოფლიო ებრაელობის კავშირებზე. მისი თქმით, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი, რომელსაც „ისრაელის სახლი“ ევროსაბჭოს ეგიდით ახორციელებს, არის არა მხოლოდ ტურიზმი, არამედ საქართველოსა, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის კავშირების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

„ამ დღეებში როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვხვდებოდი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს, ხილ ბარს, 2 საათის განმავლობაში 5 ფრენა იყო დაგეგმილი ისრაელიდან საქართველოში. ესაა რეალობა და ნიშანი, რისი მიღწევა შეიძლება ყველა სფეროში. დიახ, ჩვენ მივაღწევთ 10 ფრენას დღეში. ვისაც არ სჯერა, ან არ შეუძლია... დაუთმოს გზა მას, ვისაც სჯერა ქვეყნების კავშირების ბიზნესში, ჰაი ტეკში, ტურიზმში და სხვა სფეროებში, მათ შორის ოფიციალურად სამუშაოო ვიზების მოგვარებაში“, - განაცხადა იციკ მოშემ.

მანვე დამსწრე საზოგადოებას გააცნო „ისრაელის სახლის“ ახალი პროექტი, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებში ისრაელის თემატიკაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებს ისრაელში ჩაყვანას ითვალისწინებს. იციკ მოშეს თქმით, ეს სტუდენტები იქნებიან საქართველოს ახალგაზრდა ელჩები ისრაელში სადაც ისინი თავიანთ სამშობლოს წარმოადგენენ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა. მისი თქმით, ისრაელი და საქართველო გარკვეულწილად ერთნაირი გამოწვევის წინაშე არიან და სურვილიც ერთია - თანამშრომლობა და განვითარება. ამ ურთიერთობებში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი თქმით, საქართველო ხდება ის ადგილი, რომელიც მასპინძლობს საერთაშორისო ფორუმებს. რაც შეეხება ისრაელ-საქართველოს კავშირებს, ის მხარეების აქტიური მონაწილეობით, ვითარდება და ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი „ისრაელის სახლსაც“ შეაქვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა „ისრაელის სახლს“ მადლობა გადაუხადა საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გაწეული სამუშაოსთვის. „მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობები გადავიდეს სხვა ეტაპზე. გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და ხაზი გაუსვა ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერის, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელის ხილიკ ბარის როლს მეგობრობის ჯგუფების წარმატებულ მუშაობაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის თქმით, მას შემდეგ, რაც სამინისტრო ევროსაბჭოს სერტიფიცირებულ მარშრუტების პროგრამაში ჩაერთო, „ისრაელის სახლი“ იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის განხორციელება, რაც მნიშვნელოვანია მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ქართულ-ებრაული მეგობრობა სახელმწიფოებრივ დონეზე აისახება და მადლობა ისრაელს, რომ საქართველო მისგან იღებს მხარდაჭერას ყველა სფეროში.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელძღვანელმა კრისტიან ურსემ.

საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა (1990-1991) გიორგი ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა 1990 წელს საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველად საქართველოში ებრაული სააგენტოს - სოხნუთის წარმომადგენლობის გახსნა, იციკ მოშეს, როგორც საქართველოში სოხნუთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის საქმიანობა, საქართველო -ისრაელისა და საქართველო-მსოფლიო ებრაელობის პირველი კავშირების დაწყება და ვიზიტები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების ისტრორიის პროფესორმა ლელა წიწუაშვილმა კი გამართა სპეციალური ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელიც ეროვნულ მუზეუმში დაცულ ებრაული მემკვიდრეობის ნიმუშებს ასახავს.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა „ისრაელის სახლის“ მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე, ქართული უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ჰოლოკოსტისა და ებრაისტიკა-არამეისტიკის პროგრამების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მონაწილეობენ, „ისრაელის სახლის“ მიერ გამოცხადებულ სტუდენტური ნაშრომების კონკურსში. კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები ერთი კვირით გაემგზავრებიან ისრაელში.

მისასალმებელი სიტყვების, რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებისა და ებრაული სიმღერების შემდეგ ალა ფურშეტზე, სტუმრებს გაუმასპინძლდნენ სპეციალური საახალწლო ებრაული ტკბილეულით.

28 სექტემბერს, „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ 28 სექტემბერს გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქ

აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველო“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა აგრძელებს. საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯ

პრაღაში გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ პრეზენტაცია გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

პრაღაში, გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ ჩეხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მკითხველს იმ ადამიანების განცდებზე მოუთხრობს, რომლებმაც სიკვდილისგან თავის დასაღწევად, 1993 წელს ჭუბე

N74 ბაგა-ბაღში სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ დაინერგება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების პროგრამებში ნეიროპლასტიურობის მეთოდიკის ინტეგრირება. ნეიროპლასტიურობა და

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2018 , 16:30

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. „დღეს, დილით 08:30-ზე ავჭალა-დიდუბის გადასარბენზე, ახალგაზრდა ქალი ლიანდაგზე გადად

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`