უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აპრილი, 2017 17:02
font-size

ისრაელის სახლის სახით აქ ჩვენ გვყავს ლიდერი და პარტნიორი, რომელიც გვაძლევს მაგალითს, როგორ ვიმოქმედოთ გარეთ ისრაელის მხარდასაჭერად - ისრაელელი პარლამენტარი

თბილისს ისრაელის ქნესეთის (პარლამენტის) წევრი „სიონისტური ბანაკიდან“, იციკ შმული სტუმრობს. ვიზიტის მიზანია საქართველოს ახლოს გაცნობა და „ისრაელის სახლის“ საქმიანობის შესწავლა.

იციკ შმული ისრაელში ცნობილია, როგორც სოციალური აქტივისტი, ხელმძღვანელობდა სტუდენტურ გაერთიანებას, არის რამდენიმე ლობისტური ჯგუფის წევრი, ქნესეთის წევრის რანგში ყველაზე დიდ ადგილს უთმობს სოციალურ პრობლემატიკას და ამ საქმეში ის ლიდერია.

ქნესეთის წევრის თქმით, მას ბევრი სმენია „ისრაელის სახლში“ კოლეგების სისტემატიური სტუმრობის შესახებ, ამიტომ მისი ვიზიტიც „ისრაელის სახლის“ ეგიდით წარიმართება.

9 აპრილს იციკ შმული „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, იციკ მოშეს შეხვდა. საუბარი „ისრაელის სახლის“ საქმიანობას, ქნესეთთან თანამაშრომლობას, საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის მხარდამჭერი კამპანიის - ჰასბარას გააქტიურებასა და მეგობარ ქვეყნებში ისრაელის ღირსეულად წარმოდგენის საკითხებს შეეხო.

„მე ახლა თავს ვგრძნობ საკუთარ სახლში. „ისრაელის სახლი“ და მისი ხელმძღვანელი ძალიან ბევრს აკეთებენ და იმედი მაქვს, ამას ისრაელი შესაბამისად დააფასებს. იციკ მოშეს სახით აქ ჩვენ გვყავს ლიდერი და პარტნიორი, რომელიც გვაძლევს მაგალითს, როგორ ვიმოქმედოთ გარეთ საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის მხარდასაჭერად“, - განაცხადა პარლამენტარმა და დასძინა, რომ ის შეეცდება, „ისრაელის სახლის“ მოდელი სხვა ქვეყნებშიც გადაიტანოს.

ქნესეთის წევრმა საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელ-საქართველოს თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთმანეთის უკეთესად გაცნობა იძლევა კარგ შესაძლებლობას, მხარეები საერთაშორისო ფორუმებზე ერთმანეთს გვერდით დაუდგნენ.

იციკ შმული მიესალმა „ისრაელის სახლის“ ინიციატივას, რომელიც 25 აპრილს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, თბილისში ქართველი შინდლერების პარკის გახსნას ითვალისწინებს. პარლამენტარის თქმით, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ფურცელია.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, „ისრაელის სახლი“, როგორც ქნესეთის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, დიდ ინტერესს იწვევს ისრაელის პოლიტიკურ ელიტაში. მეტიც, ის აღიარებულია, როგორც სამაგალითო და წარმატებული პროექტი. სწორედ ამიტომაა, რომ ისრაელიდან ოფიციალური ვიზიტების დიდი ნაწილი სწორედ „ისრაელის სახლის“ ეგიდით ხორციელდება. დღევანდელი სტუმარი კი ისრაელში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, რომელიც, როგორც შრომის პარტიის წევრი, აქტიურად მუშაობს სოციალურ პრობლემატიკაზე, აქვს საერთაშორისო კონტაქტები და მხარდაჭერა.

„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ რეალური ისრაელის წარმოდგენა, არამედ მეგობარი ქვეყნის უკეთ გაცნობა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატის შექმნა. ამაში აქტიურად გვეხმარებიან ქნესეთი, მისი წამყვანი ლიდერები, რაზეც მეტყველებს მათი სისტემატიური ვიზიტები სწორედ „ისრაელის სახლში“ - განაცხადა იციკ მოშემ.

მანვე შეაჯამა ისრაელ-საქართველოს შორის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები და აღნიშნა, საზღვართან დაკავშირებული ემოციური საკითხები იმ სირთულეებს გვაგონებს, რომელმაც სათავე უნდა დაუდოს ქვეყნებს შორის კავშირების ახალ ეტაპს, რაც მხარეებს ავალდებულებს კარგად შეისწავლონ განვლილი 25 წელი, რათა მომავალი ურთიერთობები ემყარებოდეს საერთაშორისო პრაქტიკას და მითებით არ იმართებოდეს.

„ყველა შემთხვევაში, წლის ბოლომდე გველოდება აქტივობის გაძლიერება, რათა რეალობის გააზრების პერიოდი დასრულდეს და მოხდეს მომავალი, შესაძლო გაუგებრობების პრევენცია.

„ისრაელის სახლი“ მზადაა ყველა ორგანოს გაუზიაროს თავის ცოდნა ამ სფეროში“, - განაცხადა იციკ მოშემ.

იციკ მოშემ ქნესეთის წევრს სთხოვა, ჩაერთოს ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რათა აქტიურად იმუშაოს სხვადასხვა საკითხის ლობირებაზე.

ისრაელის ქნესეთის წევრი დღეს კახეთს ეწვია და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

არ მიმაჩნია, რომ რამე არის სანერვიულო წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს - თეა წულუკიანი კანაფის კულტივაციაზე

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საპანიკო არაფერი არ არის. „თუ ჩათვლიან, რომ ეს ნაადრევი ან საშიშია, ალბათ, მოწინააღმდეგე მხარეებსაც თავიანთი არგუმენტირ

„ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება - ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პროგნოზით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება. კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერთა სიის გაყალბებ

კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს - ლევან გოგიჩაიშვილი აკაკი ზოიძეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

სლოტ-კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის კამათი გამოიწვია. დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, ეს ს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ლატვიის ელჩს შეხვდა

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ინგრიდა ლევრენცესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნ

მთავრობამ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, გაიწვიოს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

საქართველოს მთავრობამ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ გ

საქართველოს ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`