უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 თებერვალი, 2018 13:45
font-size

ისრაელის სახლმა ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტის პრეზენტაცია ბარსელონასა და კულტურის სამინისტროში გამართა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე, ევროსაბჭოს წარმომადგენლებისთვის „ისრაელის სახლის“ 2017 წლის აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორი სტეფანო დომინიონი, კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე, საქართველოში ევროსაბჭოს სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტების კურატორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ისრაელის სახლის“ სახელით ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტის პრეზენტაცია ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარემ იამით მოსკოვიჩმა გამართა. მისი თქმით, „ისრაელის სახლმა“, რომელიც მუშაობს ჰასბარაზე (ისრაელის წარდგენა), ისრაელ-საქართველოს ორმხრივ პირდაპირ კავშირებსა და ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტზე, მიიღო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა - ორგანიზაცია წარმოდგენილია ევროპის მნიშვნელოვან ფორუმებზე, რომელიც იმართება გაერთიანება „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ (EAI) და ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ეგიდით. შარშან „ისრაელის სახლმა“ შეიმუშავა და აამოქმედა საქართველოს ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი, მომზადდა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და საილუსტრაციო მასალა, დამუშავების პროცესშია სპეციალური ბუკლეტი, რომელიც დეტალურად აღწერს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს. ამასთან, ღრმავდება საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის პროფესიონალური კვლევა, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ახლებური გააზრებაა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, პროექტი, რომელსაც „ისრაელის სახლი“ ახორციელებს, საქართველოსთვის ბევრად მომგებიანია და ის ქვეყანას სხვა, ახალი კუთხით წარმოაჩენს.

ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი განხორციელების საქმეში„ისრაელის სახლის“ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორმა სტეფანო დომინიონიმ. მისი თქმით, „ისრაელის სახლი“ ინსტიტუტის სერიოზული პარტნიორია.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე, „ისრაელის სახლის“ ბორდის თავმჯდომარემ იამით მოსკოვიჩმა მონაწილეობა მიიღო ბარსელონაში გამართულ, ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ყოველწლიურ ასამბლეაში, სადაც ასევე გამართა „ისრაელის სახლის“ საქმიანობის პრეზენტაცია. ასამბლეას სხდომას ხელმძღვანელობდა AEPJ-ის თავმჯდომარე ფრანსუა მოიზი. ბარსელონას ასამბლეაზე მონაწილეებმა შეიმუშავეს 2018-2020 წლის გეგმა, გაიხსნა სამუშაო ოფისი. „ისრაელის სახლის“ აქტივობებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ 2019 წელს AEPJ-ის მორიგი ასამბლეა თბილისში ჩატარდება.

საკვანძო სიტყვები:

„ღამის ავტობუსის“ მარშრუტი დღეიდან ამოქმედდება

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ №222 ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექ

`თბილსერვის ჯგუფმა` პროფესიული დღე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

“თბილსერვისჯგუფმა” თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და დასუფთავების, განათებისა და ხეების დარგვის საერთაშორისო დღეები „ვაკის პარკში“ მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა. წლის საუკეთესო თანამშრომლებ

`დავირაზმოთ და ვიბრძოლოთ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ”... - არჩილ გამზარდია

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

პოლიტოლოგი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ფეისბუკზე სტატუსს აქვეყნებს:  „ჩვენ, ყველა და თითოეული, უნდა დავირაზმოთ და ვიბრძოლოთ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვიბრძოლოთ ყველგან, სადაც კი შეგვიძლია და როგო

საზღვრის უსაფრთხოების და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შექმნის ღონისძიებები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 19 სექტემბერს გამოაქვეყნა ტერორიზმის შესახებ ქვეყნები

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ოპერაციების აღმასრულებელ დირექტორს, ჯონათან ნეშს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა.&nbs

სილქნეტი სახეცვლილ ბრენდს წარუდგენს საზოგადოებას

21 სექტემბერი, 2018 , 10:17

სილქნეტი გაერთიანებული კომპანიის მთავარი ბრენდია, ჯეოსელი კი უცვლელი სახელით მის მობილურ მიმართულებას წარმოადგენს.  სილქნეტი და ჯეოსელი ორი დიდი ისტორიის მქონე ბრენდია, რომლებმაც დაარსების დღიდან ადამიანების ცნობიერ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`