უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 იანვარი, 2022 13:20
font-size

„ისრაელის სახლმა“ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე მსოფლიო ებრაულ ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა

„ისრაელის სახლმა“ 27 იანვარს, ტრადიციულად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ჩატარდა. მასში ქართული საზოგადოების წარმომადგენლები - სტუდენტები, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ებრაული თემისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ისრაელიდან მიესალმა ებრაული სააგენტოს (სოხნუთი) თავმჯდომარე და მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი იაკოვ ხაგოელი. მან საქართველოს მადლობა გადაუხადა ებრაელი ხალხის სოლიდარობისთვის, ხოლო სახალხო დიპლომატიაში „ისრაელის სახლის“ საქმიანობას ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ებრაული სააგენტო (სოხნუთი) თითქმის ერთი საუკუნეა წამყვან როლს ასრულებს ისრაელის ისტორიაში. ახალი სახელმწიფოს შექმნამდე, მას ფაქტობრივად, მთავრობის ფუნქცია ჰქონდა, თუმცა 1948 წლის შემდეგაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ებრაელთა კონსოლიდაციის საქმეში. არანაკლებია მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის წვლილი თანამედროვე ისრაელის ისტორიაში.

სწორედ ამიტომ, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიებაზე ამ ორი გავლენიანი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართვა, შეიძლება ითქვას, ისტორიულ მოვლენად იქცა.

„ებრაელთა მარადიულ დედაქალაქიდან იერუშალაიმიდან, მადლობა თქვენ, ქართველ ხალხს, ებრაელი ერისა და ისრაელის სოლიდარობისთვის. მოგმართავთ შენობიდან, სადაც მუშაობდა ისრაელის პირველი მთავრობა და ჩვენ დღეს, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ხსოვნის დღეს, ვიხსენებთ იმ 6 მილიონ ებრაელს, რომლებიც დახოცეს მხოლოდ ერთი დანაშაულის გამო - იყვნენ ებრაელები. კაცობრიობის ისტორიის ეს შემზარავი მოვლენა უნდა გვახსოვდეს ყოველდღე, ყოველ საათს და ვისწავლოთ, რა მასშტაბის კატასტროფასთან გვაქვს საქმე.

მინდა მადლობა ვუთხრა მერიებს (ონი, თბილისი), უნივერსიტეტებს (4 უნივერსიტეტს) საქართველოში, რომლებიც პატივს მიაგებენ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, ახალ თაობას ასწავლიან ჰოლოკოსტის ისტორიას. მათ ესმით, რომ მხოლოდ ასე შეიძლება თავიდან ავიცილოთ ჰოლოკოსტის გამეორება მსოფლიოში. განსაკუთრებული მადლობა თბილისის მერიას და საკრებულოს (მუნიციპალურ ასამბლეას) "ისრაელის პარკის" გაშენებისთვის, სადაც დაიდგმება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და ქართველი შინდლერების მონუმენტი. მადლობა, რომ გახსოვთ ჰოლოკოსტი და იხსენებთ მართლებს, ვინც გადაარჩინა ებრაელები.

გამოვყოფ, აგრეთვე, "ისრაელის სახლის" ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ჰასბარას - სახალხო დიპლომატიის მიმართულებით, რაც გულისხმობს ისრაელის და მსოფლიო ებრაელობის მხარდაჭერას, საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობების ხელშეწყობას.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ახლო მეგობარს, ბ-ნ იციკ მოშეს ისრაელისთვის 32-წლიანი მნიშვნელოვანი და დაუღალავი აქტივობისთვის იმ პერიოდიდან, როდესაც იყო ჩვენი, მსოფლიო ებრაული სააგენტოს პირველი წარმომადგენელი საბჭოთა კავშირში. ის ზრუნავს ისრაელზე და აკავშირებს ისრაელს მეგობარ ქვეყნებთან. გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა იაკოვ ხაგოელმა მიმართვისას.

ჰოლოკოსტის ტრაგედიით გამოწვეული კატასტროფა, მსოფლიო საზოგადოების სოლიდარობის მნიშვნელობა, მსოფლიო ებრაელობასთან და ისრაელთან საქართველოს კავშირების გაღრმავება ის თემებია, რომელიც „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს 32-წლიანი საქმიანობის მთავარ მიმართულებად იქცა.

იციკ მოშემ 1989 წლიდან, საბჭოთა კავშირში სოხნუთის პირველი ოფიციალური წარმომადგენლის რანგში, დაიწყო ქვეყნებთან ისრაელის ურთიერთობების პლატფორმის შექმნა, რომლის განხორციელებაზეც წლებია უკვე მუშაობს „ისრაელის სახლი“. ესაა სახალხო დიპლომატიის გზით მეგობარ ქვეყნებში ნამდვილი ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის გაცნობა და ორმხრივი კავშირების ხელშეწყობა.

როგორც ღონისძიებაზე იციკ მოშემ აღნიშნა, ჰოლოკოსტი არა მარტო უნდა გვახსოვდეს, ეს დიდი ტრაგედია უნდა გვიბიძგებდეს ხალხებსა და ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისა და მეგობრული ურთიერთობებისკენ. ეს „ისრაელის სახლის“ კონცეფციის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რასაც ისრაელსა და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვს სრული მხარდაჭერა. სწორედ ასეთი საქმიანობის შედეგია, რომ „ისრაელის სახლის“ პარტნიორები გახდნენ ისრაელის პოლიტიკური სპექტრის წამყვანი ფიგურები, ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაცია, მსოფლიო სიონისტური ორგანიზაცია, ევროპარლამენტარების გაერთიანება „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ (EAI) და სხვ.

იციკ მოშემ ისაუბრა, აგრეთვე, გაეროში მიღწეულ წარმატებაზე, რომლის თანახმად, გაერო ჰოლოკოსტის არაღიარებას დანაშაულად მიიჩნევს.

ხსოვნის საღამოზე ჩაერთო გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ქნესეთის წევრი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და ქნესეთში მსოფლიო ებრაელობის ლობისტი დავიდ ბიტანი. ის მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით ამ დღის საქართველოში ყოველწლიურად აღნიშვნას უდიდესი ჰუმანური აქტი უწოდა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, აგრეთვე, ქნესეთის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოვიდა. ხილიკ ბარის თქმით, დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ხმა კიდევ ერთხელ შეუერთდა ცივილიზებული სამყაროს ხმას, რომელიც ერთხმად გმობს ჰოლოკოსტის დიდ ტრაგედიას, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით ადამიანთა დევნასა და განადგურებას. ებრაელი ხალხი აფასებს იმ ქართველთა ღვაწლს, რომლებმაც ჰოლოკოსტის მძიმე წლებში ებრაელები სიკვდილს გადაარჩინეს. ხილიკ ბარმა განსაკუთრებით აღნიშნა „ისრაელის სახლის“ საქმიანობა და განაცხადა: „ისრაელის სახლი“ ალბათ ერთადერთი ორგანიზაციაა ქვეყნის გარეთ, რომელსაც ასეთი აღიარება აქვს ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობაში“.

ღონისძიებაზე ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა ქრისტი ჯაფარიძემ შეასრულა ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი რამდენიმე მუსიკალური ნომერი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა, მსოფლიოში აღიარებულმა სოპრანომ თამარ ივერმა, „საქართველოს უნივერსიტეტის“ ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ცირა ჩიკვაიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა დავით ჩიკვაიძემ და ებრაული თემის წარმომადგენელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

ხსოვნის საღამოს ესწრებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, რომლის თქმითაც, წელს დაგეგმილია ახმეტის მუნიციპალიტეტის ურთიერთობების დამყარება ისრაელის ერთ-ერთ ქალაქთან.

ნიშანდობლივია, რომ „ისრაელის სახლის“ ინიციატივითა თუ მხარდაჭერით, უკვე საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია, გაიხსნა ისრაელის კაბინეტები, ონში აღიმართა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და ქართველი შინდლერის - სერგი მეტრეველის ხსოვნის მონუმენტი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივითა და მნიშვნელოვანი ხელშეწყობით, თბილისის მერიამ დედაქალაქში მოაწყო ისრაელის პარკი, „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერით, მოიხატა ანა ფრანკის სურათი და მიმდინარე წლის მაისში დაიდგმება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და ქართველი შინდლერების მემორიალი. ორგანიზაციის თაოსნობით, ყოველწლიურად თბილისს სტუმრობს უპრეცედენტო რაოდენობის ქნესეთისა და მსოფლიო ებრაელობის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებისადმი მიმართვაში ებრაული სააგენტოს (სოხნუთი) თავმჯდომარემ, მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იაკოვ ხაგოელმა და ქნესეთის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა მადლობა გადაუხადეს თბილისის საკრებულოს წევრს რევაზ სოხაძეს თბილისში „ისრაელის პარკის“ მოწყობისთვის, ხოლო ონის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს დავით ჩიკვაიძეს ონში ჰოლოკოსტის მემორიალის აღმართვისა და ებრაელი ხალხის სოლიდარობისთვის.

„ისრაელის სახლის“ უახლოეს გეგმებს შორისაა მარტში იერუსალიმში ანტისემიტიზმის წინაარმდეგ ფორუმის ჩატარება; პარტნიორ ორგანიზაცია- საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატასთან ერთად 14 მარტს ლონდონის ბიზნესფორუმში მონაწილეობა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსთან თანამშრომლობაა; ისრაელის პრეზიდენტის პატრონაჟით და „ისრაელის სახლის“ თანაორგანიზებით, 27 აპრილს ალბანეთში ჰოლოკოსტის (შოა) ხსოვნის დღე აღინიშნა; თბილისში აღიმართება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი. „ისრაელის სახლის“ მონაწილეობით, ისრაელში აღიმართება ბაბიარის მსხვერპლთა და „მსოფლიო მართალ შვილთა“ (ხასიდეი უმოთ აოლამ) ხსოვნის მემორიალი. ღონისძიებაზე მიწვეული იქნებიან 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინათ ისრაელის სახლმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მიიღო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი იციკ მოშე აირჩიეს „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ (EAI ) ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო „ისრაელის სახლი“ გახდა ბორდის წევრი.

ევროსაბჭოსთან არსებულმა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციამ (AEPJ) „ისრაელის სახლს“ შესთავაზა ბორდის წევრობა. საკითხი უახლოეს დღეებში პარიზში, მორიგ შეხვედრაზე გადაწყდება. საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინებითა და ევროსაბჭოს ეგიდით, წარმატებით ხორციელდება საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი, რომელსაც „ისრაელის სახლი“ კურირებს.

იციკ მოშეს თქმით, ის ხედავს, რომ ასეთი მრავალპლანიანი საქმიანობა ბილატერალურ ფართომასშტაბიან ურთიერთობების ხვალინდელი დღეა და ელოდება საქართველოს, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი