უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 მარტი, 2018 14:15
font-size

„ისრაელის სახლში“ ისრაელის ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაცია გაიმართა

„ისრაელის სახლის“ ინიციატივით, თბილისში გაცნობითი ვიზიტით მყოფი, ისრაელში მოქმედი 40 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ტურისტული სააგენტოები ისრაელიდან ტურისტების გაყვანაზე მუშაობენ და შესაბამისად, დაინტერესებული არიან, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის პრეზენტაცია ისრაელელი სტუმრებისთვის „ისრაელის სახლში“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გამართა. ნაჩვენები იქნა მარშრუტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.

ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის პროექტს „ისრაელის სახლი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით, უკვე მეორე წელია ახორციელებს და აღნიშნული პროექტის წარდგენა უკვე მოხდა ბარსელონაში, ბუქარესტში, ლუქსემბურგში და ა.შ. გამართულ საერთაშორისო ფორუმებზე.

იციკ მოშეს თქმით, შარშან ისრაელიდან საქართველოში შემოვიდა 120 ათასზე მეტი ტურისტი და თუ წელსაც შენარჩუნდება 60-პროცენტიანი ზრდა, მივაღწევთ 200 ათას ტურისტს, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დაახლოებით 200 მილიონი დოლარია. „საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და ევროპის საბჭოსთან ერთად ვახორციელებთ ახალ პროექტს - ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი. ებრაული მემკვიდრეობის კუთხით საქართველოში არის მდიდარი ისტორია, ამიტომ არა მარტო ისრაელიდან, არამედ მსოფლიო ებრაელობიდანაც ჩამოვლენ ტურისტები. ისრაელის ტურისტული სააგენტოები, რომელსაც დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ, ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებენ“ - განაცხადა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში მოქმედი ისრაელის ტურისტული კომპანიის Doron Travel-ის ხელმძღვანელმა დორი გილპაზმა. მის კომპანიას საქართველოში ყოველწლიურად ისრაელიდან შემოყავს 20 ათასი ტურისტი. კომპანია თბილისში ფლობს, აგრეთვე, რამდენიმე სასტუმროს.

„საქართველოს მიმართ ისრაელში ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და უამრავი ადამიანი ჩამოდის საქართველოში. ამის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ საქართველო ძალიან ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა, ყოველთვის გულთბილად გვმასპინძლობენ. სწრაფად ვითარდება თბილისიც. ვიმედოვნებთ, „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ ახალი ტუროპერატორების მოზიდვის მიზნით“, - განაცხადა დორი გილპაზმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ისრაელის სახლმა“ კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტთან დაკავშირებით უკვე მოამზადა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და საილუსტრაციო მასალა, დამუშავების პროცესშია სპეციალური ბუკლეტი, რომელიც დეტალურად აღწერს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს. ამასთან, ღრმავდება საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის პროფესიონალური კვლევა, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ახლებური გააზრებაა.

ისრაელის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელთა თქმით, მათი ვიზიტის მიზანია, სააგენტოებმა საკუთარი თვალით ნახონ საქართველო და მოიზიდონ ტურისტების ახალი ნაკადი. მათ ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მათთვის ნამდვილი აღმოჩენაა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ოფიციალური წარმომადგენლები.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

19 თებერვალი, 2020 , 17:55

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

გიორგი გახარიამ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტს უმასპინძლა

19 თებერვალი, 2020 , 16:50

„გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,“- ამის შესახებ პარიზის აეროპორტების გაერთი

ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის - გიორგი გახარია

19 თებერვალი, 2020 , 11:06

ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ფონდების შესა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8631 ლარი გახდა

18 თებერვალი, 2020 , 19:41

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ერო

საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის - თამარ არჩუაძე

18 თებერვალი, 2020 , 11:50

სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. ეს არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომლითაც ჩვენ ვიწვევთ ე.წ. ლოუქოსთერებს ჩვენს აეროპორტში. დაბალბიუჯე

ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს მუშაობის ტემპი მნიშვნელოვნად აამაღლა - ნათია თურნავა

14 თებერვალი, 2020 , 15:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასულ წელს ძალიან მუშაობის ტემპი ძალიან აამაღლა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`