უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 დეკემბერი, 2018 12:45
font-size

„ისრაელის სახლში“ ხანუქას სანთლის ანთების ცერემონია და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისში მყოფი ისრაელის დელეგაციამ, ქნესეთის წევრის, ისრაელის კოალიციური მთავრობის ეკონომიკური ბლოკის პარტიის - „ქულანუს“ წარმომადგენლის აქრამ ჰასონის ხელმძვანელობით, „ისრაელის სახლში“ ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე გაიმართა, აგრეთვე, წიგნის „შეჭრა საბჭოთა კავშირში“ პრეზენტაცია. მასში დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მოთხრობილია გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირიდან ებრაელთა მასობრივი რეპატრიაციის (დიდი ალია) პროცესზე და ამ მასშტაბურ მოვლენაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე.

წიგნი გვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ გაიხსნა „რკინის ფარდის“ მიღმა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საქართველოში სოხნუთის პირველი წარმომადგენლობა, რა ადგილი უკავია მას ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰასბარას (ისრაელის მხარდაჭერის) განვითარებაში.

წიგნი მალე მაღაზიათა ქსელშიც გაიყიდება. გაისად ის გამოვა ინგლისურ და ებრაულ ენებზე.

წიგნის ავტორია გიორგი ბერნშტეინი, რედაქტორი - პროფ. ცირა ჩიკვაიძე, მთავარი კონსულტანტი- იციკ მოშე.

პრეზენტაციაზე ქნესეთის წევრმა აქრამ ჰასონმა განაცხადა, რომ ისრაელის დელეგაცია სპეციალურად ამ წიგნის პრეზენტაციისთვის ეწვია. ეს გამოცემა ებრაელი ხალხის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენის - დიდი ალიის შესახებ მოგვითხრობს. საბჭოთა კავშირში ებრაული სააგენტოს - სოხნუთის პირველ წარმომადგენელზე, იციკ მოშეზე დაყრდნობით მასში მოთხრობილია დიდი ალიის დღემდე გაუხმაურებელი ფაქტები. წიგნის ებრაულ- და ინგისურენოვან გამოცემას მკითხველი ასევე მოუთმენლად ელის.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა კი ისაუბრა ხანუქას დღესასწაულის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ეს არის სინათლის სიბნელეზე, მცირერიცხოვანი ერების ოკუპანტზე გამარჯვების დღე, შესაბამისად, ეს დღესასწაული, სიმბოლურად, საქართველოსთვისაც აქტუალურია.

იციკ მოშემ ახლადგამოცემულ წიგნთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მასში აღწერილია დიდი ალიის ისეთი პერიპეტიები, რომელთა შესახებაც ამ თემაზე დღემდე არსებულ გამოცემებში საუბარი არ ყოფილა. წიგნში დაწვრილებით არის მოთხრობილი, თუ რა სიძნელეები ხვდა წილად ალიის პროცესს; განმარტებულია, რატომ გადაწყდა ისრაელის პირველი წარმომადგენლობის სწორედ საქართველოში დაარსება, როგორ გაიხსნა სოხნუთის პირველი წარმომადგენლობა საბჭოთა მუსლიმანურ რესპუბლიკაში და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის მიმდინარეობისას აქრამ ჰასონი საქართველოში ისრაელური ინვესტიციით მიმდინარე პროექტებსაც გაეცნო.

აქრამ ჰასონი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტთან, იციკ მოშესთან ერთად უკვე შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას. საუბარი საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივითა და ისრაელში საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობით, მომავალი წლის დასაწყისში ისრაელში საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმის ჩატარებას შეეხო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფორუმი იერუსალიმის ცნობილ სასტუმრო „ვალდორფ ასტორიაში“ ჩატარდება და მას საქართველოს და ისრაელის მთავრობების, აგრეთვე, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პოლიციამ ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე. ი. დააკავ

ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია

21 სექტემბერი, 2019 , 13:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

21 სექტემბერი, 2019 , 12:35

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს

გერმანული ლაბორატორიის დასკვნით, წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

21 სექტემბერი, 2019 , 12:15

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის (SGS Institut Fresenius – https://www.institut-fresenius.de/en/) დასკვნით, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს