უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
არქივი
საზოგადოება
„ისრაელის ახალგაზრდა ელჩები“ ისრაელის სახლში შეხვედრას გამართავს
თბილისს ისრაელიდან ახალგაზრდების ჯგუფი „ისრაელის ახალგაზრდა ელჩები“ ეწვევა. 19 ივნისს ჯგუფს „ისრაელის სახლი“ (თავისუფლების მოედანი N4, მეორე სართული) უმასპინძლებს, სადაც გაიმართება შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.
„ისრაელის ახალგაზრდა ელჩები“ ქვეყნებს სახელმწიფოს ეგიდით სტუმრობს და ჰასბარას (ისრაელის წარმოდგენა) ფარგლებში, აცნობს ნამდვილ ისრაელს, იმართება შეხვედრები ახალ თაობასთან, როგორც მომავალ ლიდერებთან.
ისრაელის ახალგაზრდა ელჩებმა წელს საქართველო აირჩიეს. 40-მდე ახალგაზრდა გაეცნობა ქნესეთის მხარდაჭერით საქართველოში მოქმედი ისრაელის სახლის, როგორც ჰასბარას საპილოტო პროექტის მიმდინარეობას, ქართველ ახალგაზრდებს გაუზიარებს მოსაზრებებს ისრაელ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე.
ისრაელის სახლი სტუმრებს გააცნობს, აგრეთვე, ინფორმაციას 27 ივნისს იერუსალიმში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელიც საქართველო-ისრაელის პირდაპირ კავშირებსა და ჰასბარას მნიშვნელობას მიეძღვნება.
ისრაელის სახლის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, ისრაელის ახალგაზრდა ელჩების ვიზიტი ხელს შეუწყობს მხარეებს განსაკუთრებით კი ახალმა თაობას, რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნონ. ეს კი შექმნის კარგ საფუძველს, რომ მომავალი 25 წელი ქვეყნებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდეს. ისრაელის სახლი კი გააგრძელებს ასეთი ვიზიტების მხარდაჭერას.