უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ოქტომბერი, 2017 17:50
font-size

“ისრაელის სახლი“ - ევროპის ასამბლეაზე, EAI

„ისრაელის სახლი“ მონაწილეობას მიიღებს 20-23 ოქტომბერს დაგეგმილ, ევროპული ალიანსი ისრაელისთვის გენერალურ ასამბლეაში, რომელსაც რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.

ასამბლეაზე განიხილება ალიანსის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში, ბოლო 50 წლის განმავლობაში ანტიისრაელური აქტივობების გავლენისა და პროისრაელური მუშაობის შედეგები; საუბარი შეეხება „ორი სახელმწიფოს“ კონცეფციასა და იუნესკოსთან თანამშრომლობის საკითხს. ასამბლეის მონაწილეები ისრაელის სახელმწიფოს დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საკითხებზეც იმსჯელებენ.

გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული ალიანსი ისრაელისთვის წევრი წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსები, რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლები, ევროპაში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.

ისრაელის სახლის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, გენერალურ ასამბლეაზე ცენტრალური ადგილი დაეთმობა „ისრაელის სახლის“ კონცეფციის პრეზენტაციას. „კონცეფციას უკვე გაეცნო და მოიწონა ისრაელის მთავრობამ. ახლა კი მას ევროპას გავაცნობთ“, - აცხადებს იციკ მოშე.

ცნობისთვის: 20-23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება „ისრაელის სახლისთვის“ ევროპულ ინსტიტუტების ფორუმში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არ არის. შარშან „ისრაელის სახლი“ გახდა ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ბორდის წევრი და ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს მართავს. „ისრაელის სახლის“ წარდგინებით, 2018 წელს თბილისი, ევროპის ხუთ ქალაქთან ერთად, ევროპაში წარმოდგენილი იქნება, როგორც მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი.

მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ! - რიმა ბერაძე ლევან ხაბეიშვილს

20 ნოემბერი, 2018 , 15:10

„მასხარა ხარ, როგორც მთელი საქართველო გეძახის“, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“

მხოლოდ დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება იმ დიდ და მნიშვნელოვან პროექტებს, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ - კახა კალაძე

20 ნოემბერი, 2018 , 15:10

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას დაპირდა, რომ მომავალ წელს მერია წლევანდელზე მეტ პროექტს განახორციელებს. „ბიუჯეტი იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც წელს იყო. შემიძლია დაგპირდეთ, რომ იქნება იმაზე მეტი ვი

თეა წულუკიანი საფრანგეთის იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სისტემაში სამუშაო შეხვედრებს მართავს

20 ნოემბერი, 2018 , 15:10

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში სამუშაო ვიზიტი მინისტრის კაბინეტის დირექ

სახალხო დამცველი შეფასებით, მთავრობის ახალი ინიციატივა შესწავლას საჭიროებს

20 ნოემბერი, 2018 , 14:25

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მთავრობის ინიციატივა, რომელიც „შავ სიაში“ მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას გულისხმობს, სამართალდამცავი ორგანოების შესწავლას საჭიროებს. ლო

ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასდროს ვყოფილვართ -მამუკა ბახტაძე

20 ნოემბერი, 2018 , 14:25

ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასდროს ვყოფილვართ, შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს

ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირთან ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატია - დავით ზალკალიანი

20 ნოემბერი, 2018 , 14:25

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი, რომლის პირველი შეხვედრაც ქ. ბრიუსელში 2018 წლის 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თავისი შინაარსით უპრეცედენტოა და

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`