უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2016 17:35
font-size

ისრაელის სახლის კონცეფცია ქნესეთის მხარდაჭერით ევროპის ქვეყნებში ხორციელდება

ისრაელის სახლმა ქნესეთის დელეგაციას და ისრაელის ელჩს უმასპინძლა.

თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ისრაელის საპარლამენტო დელეგაციამ, მმართველი კოალიციის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა, ქნესეთის ვიცე-სპიკერმა მმართველი კოალიციიდან ნავა ბოკერმა და ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა ისრაელის სახლში შეხვედრა გამართეს.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, ისრაელის სახლის დამფუძნებელმა იციკ მოშემ სტუმრებს ისრაელის სახლის საქმიანობა და გეგმები გააცნო.

იციკ მოშეს განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის ოფიციალური პოლიტიკის განმარტება/ მხარდაჭერა (ჰასბარა) და ორმხრივი კავშირების ხელშეწყობა ისრაელის სახლის კონცეფციის მთავარი ქვაკუთხედია. ისრაელის სახლის საქმიანობამ ძალიან მალე მოიპოვა აღიარება, რაზეც მეტყველებს მისი აქტიური თანამშრომლობა ქნესეთთან და მსოფლიო ებრაულ ორგანიზაციებთან. უახლოეს მომავალში რამდენიმე ქვეყანაში წარმომადგენლობის გახსნაც იგეგმება, ხოლო წლის ბოლოს ისრაელის სახლის ორგანიზებით თბილისი უმასპინძლებს საერთშორისო ებრაულ ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიღებენ ისრაელის პრეზიდენტი, მსოფლიო ებრაული ორგანიზაციები, ექსპერტები და კანონმდებლები ევროპიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, კანადიდან.

იციკ მოშემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ისრაელს გარეთ ებრაელობის მზაობის მნიშვნელობა, ღირსეულად წარმოადგინენ ქვეყნის ინტერესები და ხელი შეუწყონ ორმხრივი კავშირების არა კუთხურ, არამედ სახელმწიფოებრივ დონეზე გაღრმავებას. `ისრაელ-საქართველოს ურთიერთობა არ უნდა დავიყვანოთ ქართველი ებრაელობისა და საქართველოს ურთიერთობამდე, ხოლო ისრაელში ასვლის შემდეგ ცნება ~ქართველი ებრაელი~, `რუსი ებრაელი~, მაროკოელი ებრაელი~ ბუნებრივად უნდა კარგავდეს მნიშვნელობას. ისრაელში ნებისმიერი ეთნო-კულტურული ანკლავის შექმნა საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის, ხოლო მსგავსი ტენდენციის ხელშეწყობა ისრაელის სახლისთვის ყოველთვის იქნება მიუღებელი. სამწუხაროდ, ისრაელის სახლს არაერთხელ მოუწია პასუხის გაცემა კუთხური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, მათი შუამავლობით, მათივე ინტერესებით წარიმართოს~, _ აღნიშნა იციკ მოშემ და გამოთქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რომელიც, იციკ მოშეს თქმით, იმედია, აქტიურად მხარს დაუჭერს ჰასბარას.

მანვე ისრაელის ახალ ელჩს, შაფთაი ცურს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

`დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფება ისრაელის მმართველი კოალიციის ხელმძღვანელი დავიდ ბიტანი, რომელიც ისრაელის სახლის დამფუძნებელიცაა. მისი აქ ყოფნა და მთლიანად, ისრაელის ქნესეთის ხელმძღვანელობისგა, თავმჯდომარე იული ედელშტეინისგან, ვიცე-სპიკერ ხილიკ ბარისგან მიღებული მხარდაჭერა იმის დადასტურებაა, რომ ისრაელის სახლის კონცეფცია, რომელიც ახლა ევროპაში ვითარდება, ისრაელის ხელისუფლების ოფიციალური პოლიტიკის ნაწილი და ერთგვარი საგზაო რუკაა, რომელსაც შეუძლია სწორი მიმართულებით წაიყვანოს როგორც ისრაელის მხარდაჭერის პოლიტიკა, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობები~, _ განაცხადა იციკ მოშემ.

"ისრაელის სახლი ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ორი ქვეყნის ოფიციალურ და საქმიან ურთიერთობებში უდიდეს როლს ასრულებს და ეხმარება ორივე მხარეს ერთმანეთის პოტენციალის უკეთ გაცნობაში", - განაცხადა ისრაელის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქნესეთის კოალიციის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა. მან ხაზი გაუსვა იციკ მოშეს საქმიანობას ისრაელს გარეთ ისრაელის სახელმწიფოს ინტერესების ღირსეულად წარმოჩენის საქმეში და საქართველოში ისრაელის საელჩოს მოუწოდა, მჭიდროდ ითანამშრომლოს ისრაელის სახლთან.

ბიტანმა ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: "საქართველოსა და ისრაელს, ამ ორ მეგობარ ქვეყანას შორის, ძალიან ბევრი მსგავსება და გადაკვეთის წერტილია. საქართველოსთვის ქვეყნის განვითარების ჩვენეული მოდელი მისაღები და მისაბაძია, ამ მოდელის გადმოტანაში ყოველთვის დიდი სიამოვნებით დავეხმარებით. ჩვენთვის კი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პროისრაელური ქვეყანა და ჩვენი დიდი მხარდამჭერი საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად, ესაა ყველაზე უსაფრთხო, ტერორიზმისა და კრიმინალისგან თავისუფალი ქვეყანა. დელეგაციის წევრებს სწორედ ამას მოვუთხრობდი გამთენიისაას აეროპორტიდან მომავალ გზაზე, რომ ესაა ადგილი, სადაც შეგიძლია დილის 4 საათზე ქუჩებში ისეირნო და არ გქონდეს არაფრის შიში~.

დამსწრე საზოგადოებას მიმართა ისრაელის ელჩმაც.

"საქართველოში ისრაელის ელჩის რანგში პირველად ვსტუმრობ ისრაელის სახლს. მინდა გამოვთქვა ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მზადყოფნა და ვიმედოვნებ, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ", - განაცხადა ელჩმა.

ნავა ბოკერ, ქნესეთის ვიცე სპიკერი: "ისრაელის სახლი სრულიად ახალი კონცეფციაა ისრაელის საგარეო პოლიტიკაში, მე ჩვენს მთლიან პარტიასთან ერთად აქტიურად დავუჭერ მხარს ჰასბარაზე ორიენტირებულ ნებისმიერ პროექტს, შესაბამისად, ჩავერთვები ისრაელის სახლის მიერ დაგეგმილ ისრაელის მხარდამჭერ მასშტაბურ ღონისძიებებში და ქვეყნებს შორის სახელმწიფოებრივი კავშირების გაღრმავებაში".

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ისრაელის სახლი ის იშვიათი გამონაკლისია, რაზეც არსებობს ღია კონსენსუსი ისრაელის მემერჯვენე და მემარცხენე ძალებს შორის.

კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს - ნიკა ობოლაძე

16 სექტემბერი, 2021 , 14:41

უკვე მესამე დღეა ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ათეული ათასი ფაილი არსებობს, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ და ამაზე პასუხი არ არის, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დაადასტურა ამ ჩანაწერები

ვახტანგ გომელაური კარლ ჰარცელს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

16 სექტემბერი, 2021 , 11:23

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართ

„საჭიროა მსხვერპლი“, „შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“, ეს არის ფრაზები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის ჩატებიდან ჟონავს - ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი, 2021 , 17:31

რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პო

მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები – ბექა ლილუაშვილი

15 სექტემბერი, 2021 , 15:12

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაში სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. "ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ იმ მასალების ა

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს „ლელოს“ მერობის კანდიდატმა და ათივე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თბილისის განვითარების მარშალის 9-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა

15 სექტემბერი, 2021 , 13:50

პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს „ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თბილისის განვითარების მარშალის 9- პუნ

`ქართული ოცნების` „კაგებეშნიკური“ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან - მამუკა ხაზარაძე

15 სექტემბერი, 2021 , 12:34

"ქართული ოცნების" „კაგებეშნიკური“ სისტემა, რომელიც პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნეს საქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა, დაუყო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი