უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 სექტემბერი, 2017 17:55
font-size

ისრაელის სახლის ორგანიზებით, თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამოს, რომელიც „ისრაელის სახლისა “ და ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ორგანიზებით ჩატარდა, დაესწრნენ ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი.

ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე უძღვებოდა.

ყოველწლიურად, 5 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში ებრაული კულტურის დღეებს სხვადასხვა ღონისძიება ეძღვნება. ის საქართველოში წელს მეორედ აღინიშნა.
სიტყვით გამოსვლისას იციკ მოშემ აღნიშნა, ებრაელ ხალხს აქვს ერთადერთი სამშობლო და ეს ისრაელია. „დაინგრა პირველი და მეორე ტაძრები და ებრაელი ხალხი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. მას ქვეყნების დიდ ნაწილში ეუბნებოდნენ, რომ მათი ადგილი იქ არ არის და ისრაელს უნდა დაუბრუნდნენ. 2 ათასი წლის შემდეგ, მოგვეცა საშუალება, დაგვებრუნებინა ჩვენი ქვეყანა, დაგვეწყო ცხოვრება საკუთარ მიწაზე, სადაც ახლა ზოგიერთი მეზობელი გვეუბნება, რომ ჩვენი ადგილი ისრაელში არ არის“, - განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა, დიასპორაში ყოფნისას შექმნილი მემკვიდრეობა დღეს ქვეყნებმა ისრაელთან ურთიერთობისთვის უნდა გამოიყენონ, ხოლო დღეს დროებით დიასპორაში მყოფ ებრაელობას არ აქვს სხვა გზა, გარდა ჰასბარასი - ისრაელის ღირსეულად წარმოდგენისა და მხარდაჭერისა.

იციკ მოშეს თქმით, წელს საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით კი, „ისრაელის სახლი“ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს ხელმძღვანელობს. „ისრაელის სახლის“ მიზანია ეს მარშრუტი ისრაელელებისა და მსოფლიო ებრაელობისთვის საქართველოს გაცნობის საშუალება გახდეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა. მისი თქმით, საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტით შეიქმნა ახალი სამკუთხედი: ისრაელი - საქართველო-ევროსაბჭო, რომელიც სამმხრივი თანამშრომლობისთვის კარგი ინსტრუმენტია. ისრაელი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს საქართველოსთან ურთიერთობას, ამ მარშრუტით საქართველოს ეცნობა აგრეთვე, მსოფლიო ებრაელობა, რომელიც თავის წვლილს შეიტანს კავშირების გაღრმავებაში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი.
იციკ მოშემ კი წარადგინა ისრაელში მოქმედი სარას ფონდის ორი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, ისრაელის სახლის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული წიგნების მუდმივმოქმედი კუთხის გახსნასა და საქართველოს უნივერსიტეტში სასწავლო კურსის „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებში “ წარჩინებული სტუდენტის იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმში _ იად ვა-შემში ვიზიტის ხარჯების დაფინანსებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუ

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში - ლევან დავითაშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას,

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`