უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
ეკონომიკა
„ისრაელის სახლში“ ისრაელში მოქმედი 40 ტურისტული სააგენტოსთვის პრეზენტაციები გაიმართება
„ისრაელის სახლის“ ინიციატივით, თბილისში იმყოფებიან ისრაელში მოქმედი 40 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები. აღნიშნული სააგენტოები ისრაელიდან ტურისტების გაყვანაზე მუშაობენ და შესაბამისად, დაინტერესებული არიან, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
11 მარტს, 11.00 საათზე ისრაელელი სტუმრებისთვის „ისრაელის სახლში“ (თავისუფლების მოედანი #4) გაიმართება საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის პრეზენტაცია. პროექტს „ისრაელის სახლი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით, უკვე მეორე წელია ახორციელებს.
„ისრაელის სახლმა“ კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტთან დაკავშირებით უკვე მოამზადა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და საილუსტრაციო მასალა, დამუშავების პროცესშია სპეციალური ბუკლეტი, რომელიც დეტალურად აღწერს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს. ამასთან, ღრმავდება საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის პროფესიონალური კვლევა, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ახლებური გააზრებაა.
შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება „ისრაელის სახლის“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის შესახებ. აღნიშნული ფილმის პრეზენტაცია უკვე ჩატარდა იერუსალიმში და ევროპის ფორუმებზე, რომელიც იმართება ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ეგიდით.
ისრაელის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია, სააგენტოებმა საკუთარი თვალით ნახონ საქართველო და მოიზიდონ ტურისტების ახალი ნაკადი.
არსებული ინფორმაციით, შარშან, 2017 წელს საქართველოში ისრაელელი ტურისტების რაოდენობამ 130 000-ს მიაღწია. „ისრაელის სახლის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის ტურიზმის სფეროში. საქართველოში მოქმედი ისრაელური კომპანია Doron Travel-ის მხარდაჭერით, ისრაელიდან ტურ ოპერატორების ჩამოყვანაც ამ მიზნით დაიგეგმა.
ღონისძიებაზე მიწვეული არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე წარუძღვება.