უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 მაისი, 2019 10:15
font-size

ისრაელსა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

ისრაელსა და ღაზის სექტორის მებრძოლებს შორის ორდღიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ეგვიპტისა და გაერო-ს შუამავლობით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინური მხარე ავრცელებს.

კონფლიქტის ფონზე, ისრაელის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პალესტინელებს რაკეტების გაშვების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპის თქმით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტები, პალესტინელებს მხოლოდ უბედურებას მოუტანს.

გასული ღამის განმავლობაში რაკეტების განგაშის სიგნალი რამდენჯერმე გაისმა ისრაელის ქალაქ აშკელონში.

4-5 მაისს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600 რაკეტა გაუშვეს. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში 320 სამიზნე დაბომბა. დაბომბვების შედეგად, ისრაელის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზის სექტორში 23 ადამიანი ემსხვერპლა.

თავდაცვის ძალების დღე ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში აღინიშნა

21 მაისი, 2019 , 16:00

თბილისი. მედიანიუსი. 21.05.19. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პატივსაცემად და საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. საქართველოსა და აშშ-ს შო

ქართული ღვინო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი

21 მაისი, 2019 , 12:35

ლონდონის საგამოფენო ცენტრში ღვინის საერთაშორისო „Olympia London“ გამოფენა „London Wine Fair 2019” იმართება, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მ

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში მშენებარე სასტუმროს ხუთ ნომერს ფლობს

20 მაისი, 2019 , 17:56

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ ის საქართველოში მშენებარე სასტუმროს ხუთ ნომერს ფლობს, თუმცა რომელ ქალაქში, დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის. უკრაინუ

სომხეთში სასამართლოს შენობის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს

20 მაისი, 2019 , 17:50

ნიკოლ პაშინიანის მომხრეებმა სასამართლო შენობების შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს. მსგავსი ქმედებისკენ მოქალაქეებს თავად პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. მიზეზი კი ის

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

20 მაისი, 2019 , 15:40

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. რადას სხდომათა დარბაზში ქვეყნის რიგით მეექვსე პრეზიდენტმა სახარებაზე ფიცი დადო, რის შემდეგაც მას უკრაინის პრეზიდენტის სიმბოლიკა - გერბიანი ბეჭედი, ჯაჭვ

ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

16 მაისი, 2019 , 15:20

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება. ეროვნული რადას დადგენილებით, ინაუგურაცია 20 მაისს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში შედგე