უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 იანვარი, 2019 10:45
font-size

ისრაელში „ალუდა ქეთელაურის“ ებრაული თარგმანი გამოიცა

ისრაელში ვაჟა-ფშაველას პოემის, „ალუდა ქეთელაურის“ ორენოვანი (ებრაულ-ქართული) ვერსია გამოიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს საელჩო უდიდესი სიხარულით იუწყება, რომ სულ ახლახან, ისრაელის გამომცემლობა „ბახურ ბუქსმა“, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროგრამის „ქართული ლიტერატურის უცხოური თარგმანები“ ფარგლებში გამოსცა ვაჟა-ფშაველას გენიალური პოემის, „ალუდა ქეთელაურის“ ორენოვანი (ებრაულ-ქართული) თარგმანი. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბორის გაპონოვისეული შესანიშნავი ებრაული თარგმანის შემდეგ, ვაჟა-ფშაველას პოემის ებრაული გამოცემა, ისრაელში ქართული კლასიკური ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემის მხოლოდ მეორე ფაქტი გახლავთ, და შესაბამისად, ქართულ-ისრაელური კულტურულ ურთიერთობათა ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ წიგნის გამოცემა ემთხვევა „ალუდა ქეთელაურის“ ტექსტის 130 წლისთავს, რომელიც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა ერთი თვის წინ ზარ-ზეიმითა და სპეციალური სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა.

დაბოლოს, გვსურს ხაზი გავუსვათ ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაწეულ ერთობლივ ძალისხმევას, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულად თარგმნისა და მისი ისრაელში გამოცემის წარმატებით განხორციელებაში“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ობლიგაციების ბაზარი იზრდება, თუმცა პრობლემები რჩება

26 მარტი, 2019 , 15:00

ინვესტორთა ნდობა განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ბაზრის მიმართ გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ მწვავედ დგას რეგიონის ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის მიმდინარე სავაჭრო

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

25 მარტი, 2019 , 14:57

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული 24 წლისაა. კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია. ჟურნალისტების ცნ

კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი დაარსდა

25 მარტი, 2019 , 12:34

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ ქ. ლიმასოლში შეხვედრა გამართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს საელჩომ და კომპანიამ IBC Corporate Solutions, რომელიც თანა

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

25 მარტი, 2019 , 12:07

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ინციდენტი ქალაქ რენში მოხდა. ამის შესახებ პირველი არხი იტყობინება. 41 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. როგორც ფრანგული მედია ი

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება დაგმეს

22 მარტი, 2019 , 16:10

ჟენევაში, გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე - ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების განვითარება. შეხვედრის ფარგლებში ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშო

ქართული ღვინო ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

22 მარტი, 2019 , 14:45

21-23 მარტს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 100th China Food & Drinks Fair“ იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. „The China Fo