უკან
მსოფლიო
10 დეკემბერი, 2018 11:00
ისრაელში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
ისრაელში მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას newsru.co.il-ი ავრცელებს.
შემთხვევა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებაში მოხდა.
ადგილობრივების ჯგუფი ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როდესაც მათ თეთრი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ტერაქტის შედეგად დაშავებულებს შორის არის შვიდი თვის ორსული ქალი, რომელმაც ჭრილობა მუცლის არეში მიიღო.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები პალესტინელები იყვნენ.
ებრაელმა სამხედროებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მანქანა მიიმალა.
ტერორისტების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.