უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 ივნისი, 2018 17:40
font-size

ისრაელური ინვესტიციით ახალი საწარმო ამოქმედდა

პირველად საქართველოში, ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში ისრაელური ინვესტიციით გაიხსნა ხილის გაყინვის საწარმო GlenBerries, რომელიც ქართულ ხილს ევროპასა და ისრაელში ექსპორტზე გაიტანს. საწარმოში ინვესტირებულია 2 მილიონი დოლარი და დასაქმებულია 130 ადგილობრივი მოსახლე, რომელთა ხელფასი 400-დან 1000 ლარამდე მერყეობს.

GlenBerries-ი ხილს, კერძოდ, ბალს, ალუბალს, ატამს ჯერჯერობით შიდა ქართლის სოფლებიდან იბარებს, რომელიც შემდეგ საწარმოში გადარჩევისა და მომზადების ეტაპებს გადის, საბოლოოდ კი იყინება სპეციალურ სამაცივრე დანადგარებში და ინახება საცავებში. წარმოებას შეუძლია ყოველდღიურად 18 ტონამდე ხილი მიიღოს, ხოლო წელიწადში 4000 ტონა ხილი მოამზადოს საექსპორტოდ.

საწარმოს ერთ-ერთი მფლობელის, ისრაელის მოქალაქის, რაფი მაგალის თქმით, შენობა, რომელშიც მთელი საწარმოო ციკლი მიმდინარეობს, 2 ათას კვადრატულ მეტრზეა განლაგებული, მომავალში კი იგეგმება მისი კიდევ უფრო გაფართოვება - ხილის გარდა მიიღებენ ბოსტნეულსაც, რომელიც ასევე ექსპორტზე გავა. რაფი მაგალი, რომელსაცც ხილის შენახვისა და გადამუშავების სფეროში ხანგრძლივი გამოცდილება აქვს,ბიზნესპარტნიორთან, შარონ მიზრახისთან ერთად აპირებს მსგავსი საწარმოების საქართველოს სხვა რეგიონებში შექმნასაც.

GlenBerries-ში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და საქართველოში ერთადერთია, გადამუშავებული ხილი გადის ლაბორატორიულ კვლევას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი გაყინვა.

ახლად გახსნილი საწარმო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ დაათვალიერა. მისი თქმით, GlenBerries, რომელიც ისრაელური ინვესტიციითა და ნაწილობრივ, თანადაფინანსების ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა, თანამედროვე, განსხვავებული ბიზნესკულტურით შექმნილი საწარმოს კარგი მაგალითია. „მხოლოდ ასეთ ინიციატივებს, ახალ ბიზნესკულტურას, ისრაელიდან შემოტანილ ცოდნასა და საქმისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებას შეუძლია ბიძგი მისცეს რესურსით მდიდარ, მაგრამ ეკონომიკურად სუსტ რეგიონებს განვითარებისკენ. ამასთან, ეს სტიმულია სხვა, პოტენციური ინვესტორებისთვის, კიდევ უფრო დაინტერესდნენ საქართველოში ახალი საწარმოების შექმნით. აღსანიშნავია ისრაელში არსებული ის დიდი პოტენციალი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოში მსგავსი და სხვა პროექტების განვითარებისთვის. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა აგრძელებს ისრაელიდან შემოსული ინვესტიციების მოზიდვასა და მხარდაჭერას, წლის ბოლომდე კი, ისრაელში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით აპირებს შესაბამისი კამპანიის გააქტიურებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ხიდები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ უფრო ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში“, - განაცხადა იციკ მოშემ.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი