უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 ოქტომბერი, 2019 16:50
font-size

ითაღლითე და გენერალური პროკურორი გახდი - ოთო კახიძე თეა წულუკიანს პასუხობს

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს.

"თეა წულუკიანს სტატუსი მოუძღვნია ჩემთვის - გენერალურ პროკურორად რომ თვითმარქვია იურისტი დანიშნეს, ეს ამბავი გავახსენე და როგორც ჩანს, ტკენია

ქ-ნო თეა, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი იურისტად არ ითვლებოდი, მაგრამ ითაღლითე და გენერალური პროკურორი გახდი.

სანამ კანონს მოირგებდი, მახსოვს, როგორ ამაყობდი აგვისტოს ომის გმირი გენერლის დაკავებით, სამაგიეროდ - ჩატაევი ციხიდან გამოუშვი და შენი საყვარელი თემის, ცოცხების შემოქმედი სადისტი ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლე.

მართალია, ტყუილები "თქვენი გუნდის ხელწერა არ არის", მაგრამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი, უტიფარო

თან ყველაზე იშვიათი, მე-18 მუხლი წააგე. მერე გამწარებულმა გაასაჩივრე და ევროსასამართლოს დიდ პალატას ატყუებდი, გამოვიძიეთ და არ დადასტურდა ციხიდან გაყვანაო, მაგრამ მეორედაც მწარე მარცხი იგემე.

(ისე, თუ მოიგე, რაღას ასაჩივრებდი )

ამ საქმეზე მოახერხე და კიდევ ორი ტყუილი თქვი ერთ წინადადებაში:

1. "ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო" - ეს სასამართლოს არ უთქვამს, მატყუარავ :დ აღნიშნული არც დაადასტურა და არც უარყო, ხოლო მე-18 მუხლის დარღვევა ციხიდან გაყვანის და ზეწოლის ფაქტით დაადგინა;

2. პატიმრობა კანონიერი იყოო, არც ეგ უთქვამს, სექტემბრის წინასასამართლო სხდომიდან მოყოლებული, ეგეც უკანონო გამოგიცხადა, ამიტომ წააგე კონვენციის 5.3 მუხლი, ცრუპენტელავ. :D

კიდევ არ გცოდნია, რომ ცივილიზებული იურიდიული ფირმები საათობრივ ბილინგს აკეთებენ, როგორ უნდა დაგეზაროს ეგ, როცა შესაბამისი პროგრამა ავტომატურად ითვლის ნამუშევარ დროს, უვიცო

ლუზერობაზე გამახსენდა - ჩამოთვლა მეზარება და ტაბულას აქვს თავმოყრილი შენი ყველა მარცხი, კომენტარად დაგილინკავ და გადაავლე-ხოლმე თვალი, რომ არ დაგავიწყდეს.

ვანო მერაბიშვილის საქმეს რაც შეეხება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ითხოვს და აუცილებლად მოუწევს შემდგომ ხელისუფლებას მისი გაყვანის გამოძიება, რასაც ზემოდან დაემატება თქვენი მხრიდან ამ საქმის ჩაფარცხვა, ვიდეო მტკიცებულებების განადგურება, ცრუ ჩვენებების აღება და ა.შ.

მოკლედ, დიდი ორომტრიალი იქნება და აქედანვე მოემზადე

იურისტები დაგჭირდება, ოღონდ შენნაირი თვითმარქვია თაღლითები არა, ნამდვილი იურისტები. არა მგონია, გიშველონ, მაგრამ მაინც" - წერს ოთო კახიძე სოციალურ ქსელში.

არ ვიცი სამინისტროში ვიქნები, თუ სახლში - თეა წულუკიანი

24 თებერვალი, 2020 , 17:15

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ იცის, საარჩევნოდ იქნება თუ არა სიაში.  „რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ, რადგან მედია არ არის ორიენტირებული სიმართლეზე, ყველა მედიას არ ეხება, ბოდიშს ვ

არავის დანდობა არ იქნება - ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი, 2020 , 16:55

100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების საქმეზე დაჭერილია 55 ადამიანი, 11 არის ძებნაში, არის უამრავი ქონება უძრავი და მოძრავი დაყადაღებული, აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ფინან

ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს - ვანო მაჭავარიანი

24 თებერვალი, 2020 , 16:45

მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება.დარწმუნებული ვარ, ამ ვადას კიდევ გადავწევთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა, გავრცელებული ინფორმაცის - 1 კოლოფი სიგარეტის ფასის 15 ლარამდე

უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დამესხა - სალომე სამადაშვილი

22 თებერვალი, 2020 , 15:55

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. „საღამოს, როგორც ხშირად, ჩემი სახლის წინ მთავარი არხის ჟურნა

როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 17:20

ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, -

არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`