უკან
მსოფლიო
21 იანვარი, 2017 12:45
იტალიაში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული
იტალიის ქალაქ ვერონაში ავტობუსში ხანძრის გაჩენის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიწვა.
ავტობუსს მოსწავლეები უნგრეთიდან საფრანგეთში არდადაგების შემდეგ გადაჰყვადა. ბავშვების ასაკი 14-დან 18-მდე მერყეობს.
ქვეყნის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვების გვამები მთლიანად დამწვარია, 39 -მა სხვადასხვა სახის დამწრობა მიიღო.
მომხდარის მიზეზები და მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ზუსტდება.
მედიის ინფორმაციით, ავარია გვიან ღამით მოხდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაიცით, ავტობუსი ბოძს შეეჯახა, ამის შემდეგ მას ხანძარი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში სულ 50 მგზავრი იმყოფებოდა.
მონიკა დავლიანიძე