უკან
სამართალი
23 მაისი, 2018 11:15
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიის ქალაქ მედინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა ქალაქის ცენტრში არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა და აგრესიით გამოირჩეოდა.
რამდენიმე რესტორნის მენეჯერებმა ახალგაზრდის დამშვიდება სცადეს, თუმცა მამაკაცმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცის ქმედებებს ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის პანიკა მოჰყვა.
საქართველოს მოქალაქემ წინააღმდეგობა ადგილზე მოსულ პოლიციის თანამშრომლებსაც გაუწია, რის შემდეგაც ის დააკავეს.