უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 თებერვალი, 2020 15:56
font-size

იტალიიდან ჩამოსულებს ეძლევათ რჩევა, 14 დღე თვითიზოლაციაში იყვნენ

იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი იტალიიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, ეძლევათ რჩევა, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ, - შესაბამისი რეკომენდაცია საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გასცა.

ეს რეკომენდაცია საგულისხმოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღმოაჩნდათ. მათ კი, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ.

NჩDჩ-ის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა ამ ეტაპზე არ იძლევიან რეკომენდაციას სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით: „ვიძლევით მხოლოდ რეკომენდაციას, მაქსიმალურად გავაინტენსიუროთ საზოგადოებრივი ჰიგიენის საკითხები ამ დაწესებულებებში“.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

9 აპრილი, 2020 , 17:05

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:55

ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გე

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში,

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახ

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`