უკან

საზოგადოება

14 ივნისი, 2017 14:10
font-size

იცი, თუ არა, როგორ დაიცვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის უფლება და ქონება?

როდესაც სანოტარო მოქმედებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ასრულებს, კანონმდებლობა მისი უფლებისა და ქონების დასაცავად დამატებით მექანიზმებს ითვალისწინებს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, თუ უსინათლო პირს სურს რაიმე დოკუმენტის, გარიგების... სანოტარო წესით დამოწმება, მას სანოტარო ბიუროში ორი პირი უნდა ახლდეს. ერთი მის მაგივრად აწერს ხელს დოკუმენტს, მეორე (მოწმე) კი ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესს. იგი არ უნდა იყოს სანოტარო აქტის მონაწილე მხარის ნათესავი.

ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, უსინათლო პირს სანოტარო აქტის ტექსტი წაუკითხოს და ამის შესახებ სანოტარო აქტშიც აღნიშნოს.

როდესაც სანოტარო მოქმედებას ასრულებს სმენის არმქონე ან შეზღუდული მეტყველების მქონე პირი, რომელმაც წერა-კითხვა იცის, იგი თვითონ კითხულობს სანოტარო აქტის ტექტს, წერილობით ადასტურებს, რომ ეთანხმება მის შინაარს და ხელს აწერს დოკუმენტს.

ასეთ დროს, სავალდებულო არ არის, სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესს სპეციალისტი ან მოწმე ესწრებოდეს. ნოტარიუსი თვითონ წყვეტს მათი დასწრების აუცილებლობას.

თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე სმენის არმქონე ან შეზღუდული მეტყველების მქონე პირმა არ იცის წერა-კითხვა, ამ შემთხვევაში სანოტარო აქტის დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს მოწმე და კიდევ ერთი პირი, რომელსაც შეუძლია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს აუხსნას სანოტარო აქტის შინაარსი და მის ნაცვლად მოაწეროს ხელი სანოტარო აქტს.

განსხვავებულია პროცედურები ანდერძის დამოწმების შემთხვევაში.

უსინათლო პირის მიერ სანოტარო ბიუროში ანდერძის შედგენის პროცესს სამი მოწმე უნდა ესწრებოდეს.
თუ ანდერძს სმენის არმქონე ან შეზღუდული მეტყველების მქონე პირი ადგენს, აუცილებელია, პროცესს დაესწროს ორი მოწმე და ისეთი პირი, რომელსაც შეუძლია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს აუხსნას ანდერძის შინაარსი და მის ნაცვლად მოაწეროს ხელი დოკუმენტს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი