უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 აგვისტო, 2017 15:24
font-size

იციან რა მოთხოვნები აქვთ? - დაჩი ცაგურია რკინიგზელთა აქციაზე

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დაჩი ცაგურია რკინიგზელთა შიმშილობის აქციას გამოეხმაურა. მან აქციის ორგანიზებაში გაერთიანებული პროფკავცშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„მათი მოთხოვნები აბსოლუტურად გაუგებარი და არაადეკვატურია. რა მოთხოვნები აქვთ, საერთოდ, თუ იციან? საქართველოს რკინიგზის მხოლოდ ერთი თანამშრომელი, რომელიც მათი აქტივისტია, შეძლეს, რომ აეყოლიებინათ 13 ათას 700 კაციდან და დანარჩენები არიან ირაკლი პეტრიაშვილის თანამშრომლები. ანუ ირაკლი პეტრიაშვილმა გამოგზავნა და თავის თანამშრომლებს აშიმშილებს ახლა რკინიგზასთან“, - განაცხადა ცაგურიამ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ცაგურია ირაკლი პეტრიაშვილს ადანაშაულებს. 16 აგვისტოს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ პეტრიაშვილმა რკინიგზელები „შეცდომაში შეიყვანა“ და ცდილობს, პროვოკაციები მოაწყოს.
შეგახსენებთ, გურჯაანის რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები მე-4 დღეა, დეპარტამენტის შენობასთან აქციას მართავენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობენ. სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო ხარჯების დაფარვის გარდა მოშიმშილეები ასევე მოითხოვენ „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დირექტორის, ვასილ ხორავასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დაჩი ცაგურიას გათავისუფლებას.

საპროტესტო აქცია 15 აგვისტოს დაიწყო, როცა ორმა რკინიგზელმა: ვახტანგ ცისკარიშვილმა და უჩა ხვთისიაშვილმა პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისინი 25 ივლისს კახეთიდან თბილისში დაიბარეს და ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონალური სამსახურისთვის სახელის შეცლის შესახებ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და ეწოდოს „სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი“. რკინიგზელები ძველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას ითხოვენ, ან მარნეულის სალიანდაგო ცენტრში ნორმალური საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შექმნას.

იმავე დღეს მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

რკინიგზელთა პროტესტს მენეჯმენტი გამოეხმაურა და საპროტესტო აქცია „გარე ძალების ჩართულობად“ შეაფასა. საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ გაფიცულებს სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

17 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვახტანგ ცისკარიშვილი სამსახურს დაუბრუნდა და საქართველოს რკინიგზის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა. გაფიცული უჩა ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ცისკარიშვილმა ზეწოლის ქვეშ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
დღეს საპროტესტო აქციას 7 ადამიანი შეემატა.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი