უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2017 12:05
font-size

იციკ მოშე საქართველოს ხელისუფლებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თხოვნით მიმართავს

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე ოფიციალური წერილით მიმართავს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საქართველომაც აღიაროს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად.

მედიანიუსი იციკ მოშეს მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს მთავრობის მეთაურს, - გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, - ირაკლი კობახიძეს

ბატონებო, უდიდესმა სახელმწიფომ და მსოფლიოში მშვიდობის ერთ-ერთმა გარანტმა ქვეყანამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ა.წ. 6 დეკემბერს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.

ეს გადაწყვეტილება ისტორიულია არა მარტო ისრაელისთვის, არამედ იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ამ ქვეყანასთან ისტორიული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. მათ შორისაა საქართველო, რომელიც ყოველთვის ისრაელისადმი განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩეოდა. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა რკინის ფარდის მიუხედავად, გაიხსნა ისრაელის პირველი წარმომადგენლობა; დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჩატარდა ისრაელის მხარდამჭერი მასშტაბური ფორუმი, ხოლო ზუსტად ერთი წლის წინ, 2016 წლის დეკემბერში თბილისმა უმასპინძლა ჰასბარას (ისრაელის სოლიდარობის) პირველ საერთაშორისო ფორუმს, რომელსაც თქვენთან ერთად ესწრებოდნენ ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის წარმომადგენლებიც. სწორედ ამ უკანასკნელ ფორუმზე ფართო საზოგადოებას გავაცანით ჩვენი, „ისრაელის სახლის“ ინიციატივა, რომ მხოლოდ დიდი სახელმწიფოების შემდეგ, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარებდა იერუსალიმს ოფიციალურად ისრაელის დედაქალაქად და თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანდა. მაშინ ამ ინიციატივას, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მხარი დაუჭირა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ხოტოველმა და მანაც გამოთქვა იმედი, რომ მალე საქართველოს საელჩოს იერუსალიმში იხილავდა.

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!

ვფიქრობ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ამ ისტორიული გარდატეხის მიჯნაზე, როდესაც საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორსა და ისრაელის მეგობარ ქვეყანას, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, კვლავ ერთ-ერთი პირველი იყოს ამ ეპოქალურ პროცესში, მხარი აუბას აშშ-ის გადაწყვეტილებას და იერუსალიმი ოფიციალურმა თბილისმა ისრაელის დედაქალაქად აღიაროს.

გვჯერა, რომ ეს იქნება არა მარტო ისტორიული სამართლიანობის, არამედ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ორიენტირებული პოლიტიკის მხარდაჭერა, რამაც ბიძგი მისცა აშშ-ს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მიეღო ეს გადაწყვეტილება“, - ნათქვამია იციკ მოშეს მიმართვაში.

კონცეპტუალურად ეს არის უფრო ეფექტური მთავრობა, ოღონდ არა ლიბერტარიანულ-მინიმალისტური თავისი კლასიკური გაგებით - დავით სერგეენკო

19 ივნისი, 2018 , 12:50

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ის ჩართულია მმართველ გუნდში მიმდინარე კონსულტაციებში განახლებული მთავრობის შემადგენლობის შესახებ, რომელიც 3 კვირაში წარედგინება პარლამენტს. მისივე თქმით, სა

საჭირო გახდა რიკოთის პროექტის 2022 წლამდე გახანგრძლივება და გაიზარდა მისი ღირებულება - მაია ცქიტიშვილი

19 ივნისი, 2018 , 12:15

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე 800-კილომეტრიანი ავტობანი, დაგეგმილი რაოდენობის ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ სავარაუდოდ, დროში გ

გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები, რათა გვეპოვა თუნდაც ერთი მკვლელი - ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე

19 ივნისი, 2018 , 11:40

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი გაეცნო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის საგამოძიებო მასალებს და გადავიდა სასამართლოს მასალების შესწავლაზე, რომელთა შეფასებას უახლოეს დღეებში გააკე

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ძველი შემადგენლობით წარედგინა

18 ივნისი, 2018 , 17:15

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ძველი შემადგენლობით წარედგინა. პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინი

ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო - დავით უსუფაშვილი მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებაზე

18 ივნისი, 2018 , 16:50

პარტია „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის შესახებ. უსუფაშვილმა ბახტაძეს

მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სტრუქტურას სამ კვირაში წარადგენს

18 ივნისი, 2018 , 16:50

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლების წევრებს შეხვდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მომავალი მთავრობის ფორმირებასა და ნდობის გამოც

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე