უკან

ეკონომიკა

19 აგვისტო, 2015 14:09
font-size

იციკ მოშე: თბილისი ისრაელური ბიზნესისგან 100-მილიონიან ინვესტიციას მიიღებს

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებითა და ისრაელში საქართველოს საელჩოსა და ქნესეთის მხარდაჭერით, 17-18 აგვისტოს გაიმართა თბილისის მერის დავით ნარმანიას ოფიციალური ვიზიტი ისრაელში.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, თბილისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და ქართველი ბიზნესმენები.

დავით ნარმანიამ პირველი შეხვედრა ისრაელის Hi-Tech-ის წარმომადგენლებთან გამართა. თბილისის მერმა გამოთქვა სურვილი, ისრაელის Hi-Tech-ის კომპანიამ ინვესტიცია თბილისშიც განახორციელოს და ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები ქართულ მხარეს Hi-Tech-ის დანერგვაში დაეხმარებიან.

თბილისის მერმა შემდეგი შეხვედრა იერუსალიმის მერთან, ნირ ბარკათთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. დავით ნარმანიამ თავის კოლეგას ვიზიტის მიზნები გააცნო. მისი თქმით, ამ ვიზიტისას გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი. "ჩემი ვიზიტი ემსახურება სამ მიმართულებას: პირველი არის ინვესტიციის მოზიდვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, მეორე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და მესამე, მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის, მე პირადად ვარ გარანტი, რომ ხელი შეეწყობა პროექტების განხორციელებას. გვერდში დავუდგები თითოეულ ინვესტორს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნირ ბარკათი თბილისის საინვესტიციო გარემოთი, ტურიზმითა და სამედიცინო სფეროთი დაინტერესდა. მისი თქმით, ტურიზმის განვითარება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. იერუსალიმის მერი დავით ნარმანიას ძველი ქალაქის განვითარების გამოცდილების გაზიარებას დაპირდა. ამასთან, მისი თქმით, ის დაავალებს მერიაში არსებულ ტურიზმის სამსახურს, გამოცდილება გაუზიაროს თბილისის მერიას.

მერების შეხვედრის შემდეგ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ ქართული დელეგაცია ებრაელ ინვესტორებს პირადად შეახვედრა. ბიზნეს ფორუმი, რომელსაც ესწრებოდა ასამდე ისრაელელი, ამერიკიდან და გერმანიიდან ჩამოსული ებრაელი ბიზნესმენი, საქართველო- ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ გახსნა.

მისი თქმით, საქართველო- ისრაელის ურთიერთობებში დღევანდელი ფორუმი იერუსალიმში არის ისტორიული მოვლენა, რომელიც მყარ საფუძველს დაუდებს საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს. „ბატონო მერებო, თქვენი მონაწილეობით, პირველად დაარსდა პირდაპირი საქმიანი და პროფესიონალური კავშირები. ეს ფაქტი არანაკლებად მნიშვნელოვანია ბიზნესმენებისთვის, რომ მათ იცოდენ საქართველოში არსებული განწყობა და ინტერესი, რომ ეს იყოს პირდაპირი კავშირები, შუამავლების გარეშე, ყველა დონეზე“, _ განაცხადა იციკ მოშემ.

მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის ბიზნეს პროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. „მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია, მინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება. ესენია: სასტუმრო „გერგეთი“ - დაიწყება 9/2015 – მოცულობა 25 მლნ დოლარი; სასტუმრო „Aრტ Hოტელ“ - 9/2015 – 12 მლნ დოლარი; სასტუმრო-ბუტიკი “რუსთაველი” - 9/2015 – 5 მლნ დოლარი; სასტუმრო აპარტამენტები - 12/2015 – 7 მლნ დოლარი სასტუმრო და ბიზნეს ცენტრი - 12/2015 – 20 მლნ დოლარი; მოდერნიზებული სამრეცხაო - 9/2015 – 2.5 მილიონი დოლარი; Hi-Tech-ის პირველი ისრაელური ექსელერატორი საქართველოში.“

იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, იერუსალიმში პირველად განხორციელდება ინვესტიცია ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით - ებრაელი და ქართველი ბიზნესმენები ისრაელის დედაქალაქის ცენტრში ააშენებენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს.

„უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილი პროექტების ჯამური მოცულობაა 100 მილიონი დოლარი. ესაა ახალი ინვესტიცია, ახალი სახეები, ახალი ინვესტორები“, - განაცხადა ბიზნესფორუმზე იციკ მოშემ და აღნიშნა, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით, 8-9 სექტემბერს თბილისს ისრაელის დელეგაცია ეწვევა. ისინი თბილისში ადგილობრივ პარტნიორებს შეხვდებიან, ისრაელიდან ასევე ჩამოვა მედიაჯგუფი, რომელიც თბილისის ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე პროექტებს და პროგრამებს გაეცნობა.

ფორუმის მომაწილეებს სიტყვით მიმართეს იერუსალიმის მერმა ნირ ბარკათმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. საქართველოსა და კერძოდ თბილისის ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესახებ პრეზენტაცია გამართეს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ და თბილისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე მარგიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერი პოტენციურ ინვესტორებს მათი ინვესტიციების დაცვასა და ხელშეწყობას დაპირდა.

ბიზნეს ფორუმის დასრულების შემდეგ, თბილისის მერმა შეხვედრა გამართა ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ხილიკ ბართან და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშეც ესწრებოდა. როგორც ხილიკ ბარმა აღნიშნა, ისრაელის ქნესეთის კარები ღიაა საქართველოსთვის, ხოლო მეგობრობის ჯგუფი ქართველ კოლეგებთან სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობის გააქტიურებას აპირებს. თავის მხრივ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ანტისემიტიზმი არ არსებობს, ქართული მხარე კი ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს ისრაელს.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ ორგანიზებული ვიზიტის მეორე დღეს თბილისის მერს თელ-ავივის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც დავით ნარმანიამ აკადემიური პერსონალის წინაშე წაიკითხა საჯარო ლექცია თბილისში მიმდინარე რეფორმებზე. ლექციის დასასრულს კი მან დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოდან ექსპორტი რუსეთში 28 პროცენტით, ევროკავშირის ქვეყნებში კი, 16 პროცენტით გაიზარდა

19 ივლისი, 2019 , 15:30

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტი რუსეთში 28 პროცენტით, ევროკავშირის ქვეყნებში 16 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან რუსულ ბაზარზე გავიდა. საუბარია

გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება

18 ივლისი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენელმა, ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების შეთანხმე

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა

18 ივლისი, 2019 , 15:45

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც. საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდის გამოშვ

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავ

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს