უახლესი ამბები
- 31.01.2023 15:25ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
- 31.01.2023 15:14გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო
- 31.01.2023 13:53თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს
- 31.01.2023 13:15კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
- 31.01.2023 13:0842 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
- 31.01.2023 11:342022 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გასული წლის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელმა 10.1 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
არქივი
ეკონომიკა


იციკ მოშე: თუ ვიმუშავებთ კოორდინაციით, შესაძლებელია, ისრაელიდან დაინტერესება 2007 წლის დონეს დაუბრუნდეს
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა იწყებს ფართომასშტაბიან აქციას, სლოგანით: “ისრაელის ინვესტიციები აღმოსავლეთ ევროპაში თბილისიდან დაიწყება”.
ამასთან დაკავშირებით საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ უკვე მიმართა ისრაელის ბიზნესორგანიზაციებსა და ეკონომიკურ პრესას.
როგორც `მედიანიუსს~ ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განუცხადა, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა შეუთანხმდა ისრაელის წამყვან მედიასაშუალებებს, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ისრაელის ეკონომიკური მედიის წამყვანი ჟურნალისტები საქართველოს ეწვევიან და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს გაეცნობიან, შემდეგ კი მას ისრაელის ბეჭდვითი და ელექტრონული მედია გააშუქებს.
`ბიზნეს პალატის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობით, აუცილებელია, შემუშავდეს ერთობლივი, რეალური საინვესტიციო გეგმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისრაელში დაგეგმილ ვიზიტამდე კი, სასურველია, აღნიშნული საინვესტიციო გეგმის საინფორმაციო მხარდაჭერა, ვინაიდან ჩემი გამოცდილებით, სამთავრობო ორმხრივ კომისიებს არც მოტივაცია აქვთ და არც გავლენის მოხდენა შეუძლიათ ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვის პროცესზე~, _ აცხადებს იციკ მოშე.
ამასთან, იციკ მოშე პარალელს ავლებს 30 წლის წინანდელ ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ვითარებაზე და აღნიშნავს, რომ სწორედ დიდმა ალიამ _ ძლიერმა ადამიანურმა რესურსმა და 15-მილიარდიანმა უცხოურმა, ძირითადად კი, ამერიკულმა გარანტიებმა და მისმა გონივრულმა გამოყენებამ ისრაელის ეკონომიკურ სასწაული განაპირობა. დღეს საქართველოში, თანაინვესტირების 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ფონდს და მასშტაბურ ბიზნესინიციატივებს, ისრაელის მსგავსად, შეუძლია ეკონომიკურ აღმავლობას ანალოგიური გზა გაუკვალოს.
იციკ მოშეს თქმით, ვინაიდან ისრაელიდან მოსალოდნელია კერძო ინვესტიციები, სასურველია, მათ მიიღონ ინფორმაცია, კონკრეტულად რა ფორმატში და რა მიმართულებით შესაძლებელია თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობა.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით ქვეყნების პირველ ათეულშია. მაღალია, აგრეთვე, ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლებიც და ეს კარგი მესიჯია ისრაელის ბიზნესსაზოგადოებისთვის. ახლა კი საჭიროა, მხარეებმა ერთად შეიმუშაონ რეალური გეგმა.
`საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატა მზადაა, საქართველოს მოაპოვებინოს ყველა მხარდაჭერა, რათა ისრაელიდან ასეული მილიონდოლარიანი კერძო ინვესტიციის დიდი ნაწილი სწორედ უკვე წელს შემოვიდეს. თუ ვიმუშავებთ კოორდინაციით, ისრაელიდან დაინტერესება დაუბრუნდება 2007 წლის დონეს, როდესაც ისრაელიდან საქართველოში შემოდინებული კერძო ინვესტიციის მოცულობამ კულმინაციას მიაღწია~, _ აცხადებს იციკ მოშე.
თბილისში ვიზიტისას, მედიატურის მონაწილე ისრაელელი ჟურნალისტები შეხვედრას გამართავენ თანაინვესტირების ფონდსა და ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წევრებთან, შემდეგ კი ქართველ კოლეგებს შეხვდებიან, რომელსაც “ისრაელის სახლი” უმასპინძლებს.
საკვანძო სიტყვები:

2022 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გასული წლის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელმა 10.1 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
31 იანვარი, 2023 , 11:34

2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 31.8%-ით გაიზარდა - „საქსტატი“
20 იანვარი, 2023 , 13:29

2022 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 042.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8 %-ით მეტია - „საქსტატი“
20 იანვარი, 2023 , 12:57
ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან - ირაკლი ღარიბაშვილი
17 იანვარი, 2023 , 13:03
საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation-ი შემოვიდა
13 იანვარი, 2023 , 13:40

2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32.8 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
13 იანვარი, 2023 , 12:01