უკან

პოლიტიკა

26 დეკემბერი, 2016 17:50
font-size

იციკ მოშე: უნდა გვახსოვდეს, რომ გაფართოვებულ ახლო აღმოსავლეთში საქართველო და ისრაელი წარმოადგენენ ერთი მედლის ორ მხარეს

24 დეკემბერს თბილისის ოპერის თეატრში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ისრაელის სახლის ორგანიზებით, გაიმართა ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა წარმომადგენლობითი დელეგაცია ისრაელიდან. მის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერები ხილიკ ბარ და ტალი პლოსკოვ, ქნესეთის მმართველი კოალიციის ხელმძღვანელი დავიდ ბიტან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი, ისრაელის წამყვანი ტელეკომპანიების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, აგრეთვე, ევროპაში ისრაელის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და მსოფლიო ებრაელობის ლიდერები გერმანიიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, პოლონეთიდან.

ღონისძიებას, აგრეთვე, დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტარები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები.

საზეიმო ღონისძიება გაიხსნა ებრაულ თემაზე შექმნილი მიუზიკლის „მევიოლინე სახურავზე“ ერთ-ერთი ეპიზოდით, რომლის შემდეგაც გაიმართა „ისრაელის სახლის“ საქმიანობის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და ისრაელის სახლის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ. მან ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, რომელიც ამ ორ ქვეყანას ავალდებულებს, ერთმანეთთან ჰქონდეთ სტრატეგიული, მაღალი დონის პარტნიორული კავშირები.

„ამ ფორუმის მიმდინარეობისას ყოველ წინადადებაში შესაძლებელია სიტყვა „ისრაელი“ შეიცვალოს სიტყვა „საქარველოთი“, ვინაიდან ორივე ქვეყანას ერთნაირი საჭიროებები და თითქმის ერთნაირი გამოწვევა აქვს.

უნდა გვახსოვდეს რომ გაფართოვებულ ახლო აღმოსავლეთში საქართველო და ისრაელი წარმოადგენენ ერთი მედლის ორ მხარეს და ჩვენ, ორი პატარა ქვეყნის და დიდი ერის შვილები ეს მსგავსება გვავალდებულებს სიფხიზლეს, შრომას, მშვიდობისკენ მისწრაფებას, ღირსეულ და განსაკუთრებულ საქციელს“, - განაცხადა იციკ მოშემ.

მან ხაზი გაუსვა ისრაელს გარეთ მცხოვრებ ებრაელთა როლს ისრაელის მხარდაჭერის საქმეში და აღნიშნა, რომ „ისრაელის სახლის“ კონცეფცია - ჰასბარა სწორედ ქვეყნის წარმოდგენას, მეგობარ ქვეყნებთან ისრაელის ურთიერთობის ახალ ფორმატს გულისხმობს.

„დღეს, როდესაც 3000 წლის შემდეგაც, ისრაელის დედაქალაქის - იერუსალიმის საკითხი მსოფლიო ლიდერების განხილვის თემაა...

ებრაელ ხალხს აქვს მხოლოდ ორი არჩევანი: ან ცხოვრობდეს თავის ქვეყანაში - ისრაელში, და ოფლით და სისხლით აშენებდეს მას; ანდა დროებით იყვნენ ქვეყნის გარეთ და - ყოველ წუთს, ყოველ საათს, ყოველ დღეს აკეთებდენ ყველაფერს თავიანთი ქვეყნის წინსვლისთვის მე-3 არჩევანი - არ არსებობს!“- დასძინა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა.

სიტყვის დასასრულს იციკ მოშემ გამოთქვა სურვილი, რომ ამერიკის და დიდი ქვეყნების შემდეგ -
საქართველო გახდეს პირველი პატარა ქვეყნებს შორის , რომელიც საკუთარ საელჩოს ისრაელის დედაქალაქში - იერუსალიმში გადაიტანს.

„მინდა ვნახო ის დღე, როდესაც ამერიკის და სხვა დიდი ქვეყნების შემდეგ, საქართველო გახდება პირველი... პატარა ქვეყნებს შორის რომლის დროშა, საელჩოს თავზე... ისრაელის დედაქალაქში - იერუსალიმში იფრიალებს“, - განაცხადა იციკ მოშემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელმა , ქნესეთის ვიცე სპიკერმა, ხილიკ ბარმა. მან ყურადღება გაამახვილა ისრაელ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე და განაცხადა, რომ მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. მან საქართველოს რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა უწოდა და აღნიშნა, რომ მისგანაც ბევრს უნდა სწავლობდნენ.

„მომავალ წელს აღვნიშნავთ ისრაელ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ხანუქას პირველი სანთლის ანთების ცერემონიაში იციკ მოშესთან და ხილიკ ბართან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც შემდეგ საღამოს მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

პრემიერმა ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა იციკ მოშეს და დამსწრე საზოგადოებას ხანუქას დღესასწაული მიულოცა. მან საქართველო-ისრაელის მომავალ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება არცერთი სხვა ერი, რომელთანაც შეიძლება ამდენი საერთო ჰქონდეს საქართველოს; ეს არის ებრაელი ერი, რომელთანაც ათეულობით საუკუნეა, მეგობრობა გვაკავშირებს. არ არსებობს არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომლის გამოცდილებაც ასე მიესადაგება საქართველოს არა მხოლოდ გამოწვევების კუთხით, არამედ შესაძლებლობების კუთხითაც. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ 2017 წელი ყოფილიყოს ამ უდიდესი მეგობრობის, ძმობის, ასევე დიდი პარტნიორობის, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში ტრანსფორმაციის წელი. ეს ყოფილიყოს დასაწყისი უდიდესი თანამშრომლობის, რომლის შედეგიც იქნება ორივე ქვეყნის უდიდესი წარმატება. ისრაელი არის სტარტაპქვეყანა, სტარტაპნაცია. ასეა ცნობილი მთელ მსოფლიოში. საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ ისრაელის დახმარებით, მისი გამოცდილების გამოყენებით გახდეს ასევე ძალიან ძლიერი სახელმწიფო, როგორც დღეს არის ისრაელი. ჩვენ ძალიან დიდი იმედები გვაქვს ჩვენი ებრაელი მეგობრების დახმარების. მინდა იცოდეთ, საქართველო ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და ასე იქნება ყოველთვოს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ისრაელის ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა კი სიტყვით გამოსვლისას ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა საქართველოში დაგეგმილ ვიზიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

ოპერის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, აგრეთვე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციპი ხოტოველმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებაზე ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს ცნობილი ებრაული კომპოზიციები, ხოლო გამოჩენილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე კი კლასიკური ნაწარმოებით წარსდგა.

ღონისძიება ია ჩანტლაძის შესრულებით ისრაელის სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი