იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
24.05.2012 18:35
უკრაინის ყოფილ პრემიერ–მინისტრს იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს, იუწყება რუსული მედია.
უკრაინის პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ტიმოშენკომ წერილობით მიმართა, თხოვნით მიეცათ რამდენიმე საათით გათავისუფლების უფლება.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ასეთი ნებართვის გაცემა კანონს ეწინააღმდეგება.
"კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ახლო ნათესავებად ითვლებიან- ქმარი, მშობლები, შვილები, შვილობილი, მშვილებელი, დედმამიშვილი, ბებია, პაპა და შვილიშვილები", - განმარტეს ციხის ადმინისტრაციაში.
ტიმოშენკოს მხოლოდ ტელეფონის გამოყენების უფლება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ექს-პრემიერი, იულია ტიმოშენკო 2009 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას ბრალად რუსეთთან გაზის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადამეტებაში და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ყოფილ პრემიერს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


















