უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

13 ოქტომბერი, 2017 11:35
font-size

იუნესკო აბსურდის თეატრად იქცა - აშშ-ის შემდეგ ორგანიზაციას ისრაელიც ტოვებს

აშშ-ის შემდეგ იუნესკოს ისრაელიც ტოვებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოიწონა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ორგანიზაცია „აბსურდის თეატრად“ გადაიქცა.

„ეს მამაცი და მორალური გადაწყვეტილებაა, რადგან იუნესკო აბსურდის თეატრად გადაიქცა. ისტორიის დაცვის მაგივრად ის მას ამახინჯებს“, -განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობა იუნესკოსთან მაშინ დაიძაბა, როცა 2011 წელს ორგანიზაციაში პალესტინა გაწევრიანდა. ვაშინგტონმა პროტესტის ნიშნად იუნესკოს დაფინანსება შეწყვიტა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციის დატოვება მოუწია საწევრო გადასახადებზე დავალიანების ზრდისა და იუნესკოს „ანტიისრაელური პოზიციის“ გამო. გარდა ამისა, დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციაში ფუნდამენტური რეფორმები უნდა გატარდეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს, რათა გაზიაროს თავისი გამოცდილება პრესის თავისუფლებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა იუნესკოს თავმჯდომარე ირინა ბოკოვა. მისი თქმით, ეს დანაკლისია როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე აშშ-სთვის.

აშშ იუნესკოს ოფიციალურად დატოვებს 2018 წლის 31 დეკემბერს.

აშშ-მ ერთხელ უკვე დატოვა იუნესკო 1984 წელს. მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ორგანიზაცია საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიაში დაადანაშაულა. აშშ იუნესკოს დაუბრუნდა 2002 წელს ჯორჯ ბუშ-უმცროსის მმართველობის დროს.

იუნესკო 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს. 2011 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, "იუნესკო" აერთიანებს 195 ქვეყანას. მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში.

ისრაელი ტერორისტებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღებას აპირებენ

18 დეკემბერი, 2017 , 13:05

ისრაელის მთავრობა ტერორისტებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღების საკითხზე მსჯელობს. როგორც გამოცემა Haaretz-ი წერს, მმართველ კოალიციაში შემავალი ექვსი პარტიის ლიდერებმა შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეათანხმეს. ისრაელის თავდ

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა

18 დეკემბერი, 2017 , 12:25

ოდესის ადმინისტრაციული ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი, მოძრაობა „ახალი ძალების“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამ წუთებში გამომძიებლ

სირიაში გავლენიანი პანკისელი სავალე მეთაური მოკლეს

18 დეკემბერი, 2017 , 11:45

სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი სავალე მეთაური მოკლეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე გიორგი კუშტანაშვილი იგივე სალაჰაუდინ ალ-შიშანი დაიღუპა. ის სიარიაში ასადის რეჟიმის წინ

სირიაში მყოფ „ისლამურ სახელმწიფოს“ თებერვალში მოვუგებთ - ემანუელ მაკრონი

18 დეკემბერი, 2017 , 11:25

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალი წლის თებერვალში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სრულიად იქნება დამარცხებული სირიაში.   „ჩვენ ახლახან კოალიციასთან ერთად

დანიის ბიზნეს აკადემიაში საქართველოს სტარტაპების სისტემასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრეს

17 დეკემბერი, 2017 , 11:34

 დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის ბიზნეს აკადემიაში მეწარმეობისა და ინოვაციების საერთაშორისო ინიციატივის Creative Business Cup Dan

პოროშენკომ ორჯერ თუ სამჯერ შემომთავაზა პრემიერობა - მიხეილ სააკაშვილი

16 დეკემბერი, 2017 , 13:03

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას რამდენჯერმე შესთავაზა პრემიერობა, თუმცა მან უარი უთხრა. „მან [პოროშენკომ] ორჯერ თუ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე