უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2017 18:40
font-size

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

საგზაო უსაფრთხოების სფეროში წესრიგის დაცვის მიზნით ახალი სამართლებრივი რეგულაციების შემოტანას ითვალისწინებს კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, შემოდის მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის დაკავშირება. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს უფლების ამგვარად შეწყვეტიდან არა უადრეს 2 თვისა.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ გავრცელდება მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა შემცირების წესი. მისივე თქმით, ქულათა სისტემა მიენიჭება როგორც საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, ისე უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობასაც, რათა აღნიშნულ სფეროში არ დადგინდეს არათანაბარი და დისკრიმინაციული რეგულაციები.

შალვა ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული ქულათა სისტემა დანერგილია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ევროკავშირის 20-ზე მეტ ქვეყანაში.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, აგრეთვე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების განხორციელებას.

დღეს მოქმედი ნორმით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით. ცვლილების თანახმად, პირს მართვის უფლების შეჩერების შეცვლის მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან არა უადრეს 3 თვისა.

პროექტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა 10 ლარიდან იზრდება 30 ლარამდე. გაიზრდება, აგრეთვე, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დაჯარიმება მოხდება გრადაციული სისტემით.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს უკონტაქტო პატრულირების შემოღებას. კერძოდ, პოლიციას უფლება ენიჭება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. აღნიშნულ შემთვევებში, პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შემოთავაზებული ცვლილებები სამკომპონენტიანია: 1.რაციონალური პასუხისმგებლობის სისტემის შექმნა; 2. ეფექტური აღსრულება და 3.ტექნოლოგიების როლის ზრდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას ხვალინდელ სხდომაზე განაგრძობს.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი