უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 აპრილი, 2019 12:34
font-size

იურიდიული კომიტეტი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გამტარებელია - ბესელიამ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„დღეს პროტესტის ნიშნად დავტოვე ეს სხდომა. სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გამტარებელია. ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის სურვილებს და ნებას. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე, როდესაც კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწვევს, იქ შინაარსობრივი საუბარი შეუძლებელია“, – ამბობს ეკა ბესელია.

მისი თქმით, საკითხებზე ძალიან მწვავე დისკუსიებს პლენარულ სხდომაზე გააგრძელებს.

„ამ საკითხებზე ძალიან მწვავე დისკუსიებს პლენარულ სხდომაზე გავაგრძელებ, როცა ეს საკითხი გამოვა. სამწუხაროა, რომ იურიდიული კომიტეტი პროცედურებს ასე დემონსტრაციულად არღვევს. ასე დემონსტრაციულად არღვევს იმ პირობას, რომ ვიდრე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნებოდა მიღებული, საკითხს მეორე მოსმენით არ განიხილავდნენ. ეს ნიშნავს, რომ ხდება ყველაფრის ფასად გატანა კობახიძის იმ პროექტის, რომელიც რეალურად არც მისი კაბინეტის დაწერილი არ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი შეფასებით, რეალურად საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ იმ ჯგუფის მიერაა დაწერილი, ვინც მოსამართლეთა კანდიდატების 10 კაციანი სია შეადგინა და ლობირებდა.

„სამწუხაროა, რომ არ ესმის უმრავლესობას, საზოგადოების ის ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც ახლა ასეთი უპასუხისმგებლო საქციელის გამო ხდება. სასამართლო თემა ეს პრივატული სივრცე არ არის. ეს მმართველი გუნდის პირადი არეალი არ არის. მათი ინტერესების ღია ლობირება ამ ფორმით როცა ხდება, ვფიქრობ, ეს ააშკარავებს იმას, რომ საკუთარი მოსახლეობის განწყობა არ გესმის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორის

დავით ბაქრაძე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს

21 სექტემბერი, 2019 , 12:55

„ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს. „ევროპული საქართველოდან“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს