უახლესი ამბები
- 06.12.2023 18:10შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს
- 06.12.2023 17:23Touch Summit-ის Startup Challenge-ის შორთლისთი ცნობილია - სამიტის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“
- 06.12.2023 17:051 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6860 ლარი გახდა
- 06.12.2023 16:41განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები არის საქართველოში რუსული კოლონიალიზმის სიმპტომი - ანა დოლიძე
- 06.12.2023 14:34გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდა
- 06.12.2023 14:242023 წელს ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე დასტაბილურდება - ნათია თურნავა
- 06.12.2023 14:17ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან - კახა კალაძე
- 06.12.2023 14:106-9 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
- 06.12.2023 13:48მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარი საზომი არის ფასების სტაბილურობა და ვფიქრობთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მთავრობამ, ამ შედეგს მივაღწიეთ - ნათია თურნავა
- 06.12.2023 13:33ორბანი ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში - გიორგი ვაშაძე
არქივი
კომენტარი


იურისტი არ ვარ, თუმცა როგორც ვიცი, აღნიშნული სანქციები არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, სანქციები, რომლებიც დაწესდა ოთარ ფარცხალაძის მიმართ, არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას.
კითხვაზე, როგორ შეაფასებთ თურნავას გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ფარცხალაძემ მოასწრო და ქონება გადააფორმა შვილზე. პარალელურად, ვნახეთ გუშინდელი მოვლენებიც. რას ცდილობს ამით ხელისუფლება, კალაძე ამბობს, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.
„ახსნა-განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ, თურნავაც გამოვიდა, რამდენჯერმე ისაუბრა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, ჩვენ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. რაც შეეხება ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას, მე იურისტი არ ვარ, შეიძლება, გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა როგორც ვიცი, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას. ეს მას შეეძლო ნებისმიერ დროს. აღნიშნული სანქციები იყო ფინანსური მიმართულებით და საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, „რატომ არ იყო მანამდე დაწყებული პროცედურები მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ახლა არის თუ არა მიზანშეწონილი, რომ ფარცხალაძეს შეუჩერდეს საქართველოს მოქალაქეობა?“, – კალაძე პასუხობს: „არ ვიცი, ამას იკვლევს შესაბამისი უწყება, ჰაერზე ხომ არ ხდება, ვიღაცას მოქალაქეობა შეუწყვიტოს, ვიღაცას მიანიჭოს. ამას იკვლევს შესაბამისი უწყება და ის ანალიზი, რომელიც გაკეთდა. პირველივე დღეებში გამოვიდა შესაბამისი უწყება და თქვა, რომ დაწყებულია მოკვლევა. ამ მოკვლევის ფარგლებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, როგორც საჭიროა კანონის, კონსტიტუციის შესაბამისად“.

გვარამია ჭკუიდან გადასულ სააკაშვილს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას - ბრტყლად - თამარ ჩერგოლეიშვილი
5 დეკემბერი, 2023 , 12:43

ინფორმაცია, თითქოს ჯარში შედის უხარისხო საკვები პროდუქტები, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ემსახურება ჯარის დისკრედიტაციას - ჯუანშერ ბურჭულაძე
4 დეკემბერი, 2023 , 16:30
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ფსიქოლოგიურად ცუდ ადგილას გაიჭედა, ერთხელ მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა სალიერიო
1 დეკემბერი, 2023 , 12:09

ხაზარაძის განცხადებაში ირიბად აღიარებულია, რომ ჩარევა ხდება ტელევიზიის საქმიანობაში - არჩილ თალაკვაძე
30 ნოემბერი, 2023 , 13:30

რომელი შევასრულე, „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე, თუ „არტარეამ“ კულტურის მაგივრად პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო - მამუკა ხაზარაძე
30 ნოემბერი, 2023 , 13:10

სააკაშვილი თუ ჯანმრთელია, მაშინ საპატიმროში გადაიყვანონ - ბექა ლილუაშვილი
29 ნოემბერი, 2023 , 12:09