უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2017 10:25
font-size

იუსტიციის მინისტრმა “ღია მმართველობის პარტნიორობის” წევრი სახელმწიფოების მინისტრებთან შეხვედრები დაიწყო

თეა წულუკიანმა, რომელიც „OGP“-ის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს, ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში წევრი ქვეყნების იმ მინისტრებთან დაიწყო შეხვედრები, რომლებიც “ღია მმართველობის პარტნიორობაში” თავინთ ქვეყნებს წარმოადგენენ.

გუშინ, ნიუ იორკში იუსტიციის მინისტრი კანადის ფინანსთა და შესყიდვების მინისტრ სკოტ ბრისონს შეხვდა. კანადას აქვს სურვილი და მოლოდინი იმისა, რომ მომავალ წელს საქართველოსგან “ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობას გადაიბარებს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველო-კანადას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის ეს პროცესი საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.

“შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მინისტრი დაინტრესდა იმ რეფორორმებით, რომელსაც საქართველო ახორციელებს და რომელთა შედეგადაც ჩვენი ქვეყანა "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე გახდა. საქართველო არის პატარა, მაგრამ განვითარებული ქვეყანა, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს იყენებს რეფორმების განხორციელებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებისთვის საინტერესოა და გამოცდილების გაზიარებისთვის მოგვმართავენ. მაგალითად, ასეთია ბლოკჩეინის უახლესი სისტემა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნერგავს, ქლაუდის სისტემა და სხვა”, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანი დღეს და ხვალ კიდევ რამდენიმე ქვეყნის მთავრობის წევრს შეხვდება, რომლებიც მინისტრს როგორც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელს, საკუთარ შეხედულებებსა და სურვილებს გაუზიარებენ.

დღესვე იუსტიციის მინისტრმა „OGP“-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეობა გადმოიბარა და კომიტეტის წევრებს მომავალი წლისთვის საქართველოს ხედვა წარუდგინა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის თავმჯდომარეობა, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველომ გუშინ გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა. „OGP“-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP“-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP“-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს.

საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის“ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საქართველომ იმ წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა, რომელსაც ქვეყანა ღია მმართველობისათვის ატარებს.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი