უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 ოქტომბერი, 2016 18:45
font-size

იუსტიციის მინისტრმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის შედეგები წარადგინა

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ 4 წელი შეუსრულდა. პროგრამის შედეგების პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართა.

სამინისტროს ცნობით, 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები, არიან ჩართული.

2012-2016 წლებში პროგრამით ისარგებლა 1733-მა ყოფილმა პატიმარმა. ამათგან ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 276 ბენეფიციარს; დასაქმდა 260 ყოფილი პატიმარი; 217-მა ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები; იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 80 ყოფილი პატიმრის 78 ბიზნესიდეა დაფინანსდა და ისინი უკვე დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს; 693 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 509 ბენეფიციარმა; სხვადასხვა საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგი გაიარა 1068 ბენეფიციარმა; თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 224-მა ბენეფიციარმა. პროგრამა თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარეობს.

„ჩვენს პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრების 97%-ს დანაშაული აღარ ჩაუდენია. ეს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის შეფასების კრიტერიუმებით ძალიან მაღალი და კარგი მაჩვენებელია. ჩვენი პროგრამის ბენეფიციარები დღეს თავიანთ ოჯახებთან ერთად მომავლის პერსპექტივით უყურებენ ცხოვრებას. 4 წლისთავზე ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რომ შევძელით, რეაბილიტაციაში დავხმარებოდით ადამიანის ჯანმრთელობისა და ღირსების შემლახველ პირობებში მრავალი წლის განმავლობაში ციხეში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც ამ პროგრამის მეშვეობით შეძლეს, თვალი გაესწორებინათ იმ გამოწვევისთვის, რასაც თავისუფლების პირისპირ ყოფნა, საკუთარ ოჯახსა და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნება ჰქვია“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი