უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2017 17:10
font-size

იუსტიციის მინისტრმა „OGP“-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეობა გადაიბარა

თეა წულუკიანმა ნიუ-იორკში გამართულ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარეობა გადაიბარა.

მინისტრმა კომიტეტის წევრებს ის ხედვა და მიზნები გააცნო, რომლებითაც საქართველო მომავალი ერთი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს ჩვენს ქვეყანაში წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს თავმჯდომარეობას მხარი დაუჭირეს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია მთავრობების მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლის მარტივი მექანიზმი „OGP“-ის ფორმატში, რათა განხორციელდეს პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები.

„ჩვენ ყველა ქვეყანას უნდა მოვუსმინოთ, რათა მათ გვითხრან თავიანთი გამოცდილება, მოვისმინოთ, რა აქვთ უკეთესი და რაში სჭირდებათ ჩვენი − პარტნიორობის სხვა წევრების − დახმარება. რა თქმა უნდა, დღეს საქართველოს აქვს გამოწვევები − ეს არის ოკუპაცია, რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ამის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და რეფორმებს და მზად ვართ ჩვენი რეფორმების ექსპორტისთვის. მაგალითად, ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ბლოკჩეინის სისტემის დანერგვა და ბედნიერები ვიქნებით, გაგიზიაროთ ეს გამოცდილება. ასევე, ბედნიერები ვიქნებით, გავიზიაროთ სხვა ქვეყნების წარმატებები“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში მომავალ ზაფხულს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი ჩატარდება. მინისტრმა პარტნიორობის ახალ წევრ ქვეყნებს „OGP“-ის რიგებში გაწევრება მიულოცა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის თავმჯდომარეობა, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმს უხელმძღვანელებს. „OGP“-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP“-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP“-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს.

საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის“ ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:30

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა - პრემიერ-მინისტრი

29 მარტი, 2024 , 15:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენ

არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი

29 მარტი, 2024 , 15:41

"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარ

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი