უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2019 16:55
font-size

იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს - კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს, - ამის შესახებ განცხადებას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ავრცელებს.

„საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში 2019 წლის 1 მაისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ეს ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა) არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, საბჭო კი მისი დახურვით კანონს არღვევს.

კერძოდ, იუსტიციის საბჭომ 13 ივნისის წერილით უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივზე მითითებით, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია კანონის თანახმად საჯაროა. საბჭოს მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭო გარკვეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიციის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა დებულებას, რომლის თანახმადაც კანდიდატების შესახებ მიღებული მონაცემები უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური.

„მას შემდეგ, რაც ამ დებულებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია, კანონპროექტის მომხსენებელმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი შეიცვლებოდა და საბოლოოდ, ის ამოღებულიც იქნა კანონპროექტიდან. პარლამენტს კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ღიაობისკენ მოუწოდებდა ვენეციის კომისიამაც. მოცემულ შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან კანონის სხვაგვარი განმარტება არის თვითნებობა და შეუქცევადად აზიანებს კონკურსის მიმართ სანდოობას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტის განხილვისას მუდმივად აცხადებდნენ, რომ მათი ვერსია ითვალისწინებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის „უპრეცედენტოდ გამჭვირვალე” პროცესს. დღესდღეობით კი, საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი კონკურსი არის ნაკლებად გამჭვირვალე, ვიდრე ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის შესარჩევი კონკურსი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად თანამდებობის პირის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და არ შეიძლება მისი დახურვა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით“, - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, კანდიდატების შესახებ არსებული დოკუმენტების დახურვის შესახებ, კონკურსისადმი საზოგადოების ნდობის პერსპექტივას გამორიცხავს.

„დღესდღეობით, საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, ხოლო საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს რა დოკუმენტაციას ეყრდნობა და რამდენად სიმართლეს შეესაბამება ისინი. დაინტერესებულ პირებს არ აქვს საშუალება გაეცნონ კანდიდატების მიერ წარდგენილ მასალებს, მათ შორის, კვლევებს, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების შესაფასებლად უნდა გამოიყენებოდეს. კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს კანდიდატების შესახებ საბჭოში წარდგენილი და საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა), მანამდე კი არ გააგრძელოს კონკურსის პროცედურები“, - ნათქვამია განცხადებაში.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი