უკან

პოლიტიკა

27 დეკემბერი, 2018 13:30
font-size

იუსტიციის საბჭომ კანდიდატები თვითნებურად შეარჩია პირთა შეზღუდული წრიდან - კოალიცია `დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის` პარლამენტს მიმართავს

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შეშფოთებას გამოთქვამს 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ისეთი კანდიდატების ნომინირების გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში.

აღნიშნულის შესახებ საუბარია კოალიციის განაცხადებაში:

,, კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ისეთი კანდიდატების ნომინირების გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში. აშკარაა, რომ დასახელებული კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას.

საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დეპოლიტიზირებას და მის პროფესიულ, დამსახურების პრინციპზე დაფუძნებულ პროცესად გარდაქმნას. კონსტიტუციის ეს განზრახვა არ იქნა ასახული ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში და ამ დროისთვის არ არის დადგენილი მკაფიო პროცედურა ან კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საბჭომ უნდა მოახდინოს კანდიდატების ნომინირება. ასეთ ვითარებაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და დახურულ კარს მიღმა, რამდენიმე მოსამართლის მიერ მომზადებული კანდიდატთა სია, წარუდგინა პარლამენტს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების ნომინირებისას არ იყო დაცული კონსტიტუციის მიზნები და მინიმალური პროცედურული სტანდარტებიც კი. კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ მოსამართლე შეირჩევა ორი კრიტერიუმის - კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც დაადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის აღნიშნულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების წესს. საბჭომ ისე მოახდინა კანდიდატების ნომინირება, რომ არ დაელოდა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. შედეგად, დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომელთა შესაბამისობა ამ ორ კრიტერიუმთან ფორმალურადაც კი არ შემოწმებულა;

კონსტიტუცია ადგენს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. მიუხედავად ამისა, საბჭომ კანდიდატების ნომინირება მოახდინა იქამდე, ვიდრე კანონით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის უფრო დეტალური პროცედურა დადგინდებოდა;

იუსტიციის საბჭომ კანდიდატები თვითნებურად შეარჩია პირთა შეზღუდული წრიდან. კანდიდატებად დასახელებული არიან მხოლოდ მოქმედი მოსამართლეები. გაუგებარია რა ნიშნით მოხდა კანდიდატების გამორჩევა ან/და რატომ არ მიეცა სხვა დაინტერესებულ პირებს, სამართლიან, ღია და გამჭვირვალე კონკურსში თანასწორად მონაწილეობის შესაძლებლობა;

წარდგენილი 10 კანდიდატი დასახელებულ იქნა საბჭოს წევრთა მხოლოდ ნაწილთან კონსულტაციის შედეგად. საბჭოს ყველა წევრისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი განსახილველი კანდიდატების შესახებ. საბჭოს სხდომაზე არ განხილულა კანდიდატების ბიოგრაფიები და არ მომხდარა დასაბუთება თუ რა ნიშნით გამოარჩია საბჭომ 10 მოქმედი მოსამართლე დანარჩენი 300-მდე მოსამართლისაგან, რომელიც სასამართლო სისტემაში ახორციელებს უფლებამოსილებას. აღნიშნული შეიცავს კორუფციისა და ნეპოტიზმის სერიოზულ რისკებს;

საბჭოს მიერ პარლამენტში გაგზავნილი ერთგვერდიანი წარდგინება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას წარდგენილი კანდიდატების შესახებ.

საყურადღებოა კანდიდატების ვინაობა, რომელთა ნომინირებაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოახდინა. ათი კანდიდატიდან შვიდი გამოირჩევა იმით, რომ წლების განმავლობაში იკავებდნენ ან ამჟამად უკავიათ მნიშვნელოვანი პოზიციები სასამართლო ხელისუფლებაში, მართავენ სასამართლო სისტემას და აქვთ გავლენა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რაც სასამართლოს ხელისუფლების მართვასთან დაკავშირებით მიიღება. მიხეილ ჩინჩალაძის, გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის, გიორგი ტყავაძის, პაატა სილაგაძის სახელები წლებია უკავშირდება კლანურ მმართველობას და კორპორატიზმს სასამართლო სისტემაში. მათგან საბჭოს ორი მოქმედი წევრის, გიორგი მიქაუტაძის და დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურების დასახელება ცხადჰყოფს, რომ საბჭოს წევრები საკუთარ თანამდებობებს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.

გარდა აღნიშნულისა, დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომელთა მიერ ცალკეულ საქმეებზე წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები მკაცრად არის გაკრიტიკებული სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშებში. ასეთ ვითარებაში, კანდიდატების დასახელება მოხდა ისე, რომ არცერთი პრობლემა, რაც დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიებთან დაკავშირებით არსებობს, არ არის შესწავლილი და პასუხგაცემული.

სასამართლო ხელისუფლებაში არსებული მძიმე ვითარების, კლანური მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერების და საბოლოოდ დაკანონების თავიდან აცილების ერთადერთი რეალური ბერკეტი საქართველოს პარლამენტის და მმართველი პოლიტიკური ძალის უმრავლესობის ხელშია. 26 დეკემბერს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების პროტესტის და „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების უარყოფითი შეფასებების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს და საკითხს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე დაუბრუნდება.

მისასალმებელია, რომ მმართველმა ხელისუფლებამ გადაიფიქრა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არსებული სიის განხილვაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა სიაზე;

დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და კრიტერიუმებს;

შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ და ხელახლა უნდა მოხდეს, კანონით დადგენილი წესით, კანდიდატურების ნომინირება.

ასევე, კოალიცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, უმოკლეს ვადებში გამართონ შეხვედრა კოალიციის წევრ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, სადაც განხილული იქნება კოალიციის წინადადებები უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხებთან დაკავშირებით, განისაზღვრება კონკრეტული სამუშაო განრიგი.“

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

„ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება“ - გიორგი ვაშაძემ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

16 ივლისი, 2019 , 15:30

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი

16 ივლისი, 2019 , 15:10

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს. რ

ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა - სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი, 2019 , 13:18

საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში

20 ივნისს შსს-ს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებების გადამეტებას გენერალური პროკურატურა იძიებს -ანრი ოხანაშვილი

13 ივლისი, 2019 , 12:40

ლოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებათა გადამეტებას, თუ სხვა ქმედებების ჩადენას, შსს ვერ გამოიძიებს იმიტომ, რომ გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს