უკან
სამართალი
12 იანვარი, 2019 13:05
იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები - გიორგი მიქაუტაძე
რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია - 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.