უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ოქტომბერი, 2016 13:50
font-size

იუსტიციის სახლის ოპერატორები მომხმარებლებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას შეძლებენ

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალის წინა ხაზის ოპერატორები, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.

21 ოქტომბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, იუსტიციის სახლსა და “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ტორუამ და “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, იუსტიციის სახლი იწყებს პროექტის - „პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა მომხმარებლებისთვის“ - განხორციელებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორების გადამზადებას პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიმართულებით.

ცხრამეტი ფილიალის 50-მდე თანამშრომელი შესაბამისი უნარების შესწავლის შემდეგ შეძლებს იუსტიციის სახლში მოსული მომხმარებლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების გაწევას.

პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის იუსტიციის სახლში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

შესაბამისად, გადაწყდა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალის 50-მდე თანამშრომლის გადამზადება და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება. სასწავლო კურსის ჩატარებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს. ტრენინგს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით იუსტიციის სახლი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მოქალაქეების წინაშე სოციალურ პასუხისმგებლობასაც აიღებს, რადგან იუსტიციის სახლის თანამშრომლები შეისწავლიან, როგორ აღმოუჩინონ პირველი სამედიცინო დახმარება ადამიანებს, თანაც არა მხოლოდ სამუშაო საათებში.

იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორების ტრენინგები 22 ოქტომბერს დაიწყება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი