უკან

სამართალი

18 ივლისი, 2019 15:45
font-size

იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს.

„2009 წლის 7 დეკემბერს ნოდარ გოგალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-13 მუხლების (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევის დადგენა მოითხოვა.

2008 წლის 13 თებერვალს ბორჯომის პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის გამო ნოდარ გოგალაძე დააკავა. 2008 წლის 15 თებერვალს თბილისის N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას, სადაც მომჩივანს 2 თვე უნდა დაეყო წინასწარ პატიმრობაში, მას აღმოაჩნდა დაზიანებები. თავდაპირველად მომჩივანმა განაცხადა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდა, თუმცა, 2008 წლის აპრილში თბილისის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, მან პროკურორს განუცხადა, რომ ხუთმა პოლიციელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

2008-2009 წლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით ვერ დადგინდა კავშირი მომჩივნის დაზიანებებსა და იმ ჩივილებს შორის, რომლებიც მას იმ პერიოდში აღენიშნებოდა.

2016 წლის იანვარში გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მომჩივანს გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან არ გაუსაჩივრებია.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენებასა და დაზიანებებს, მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, არ იქნა ეფექტიანად გამოძიებული, როგორც ამას ითვალისწინებს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა.

ევროპულმა სასამართლომ მომჩივნისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 6 000 ევროს გადახდა დააკისრა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი