უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აპრილი, 2017 14:55
font-size

იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა ზურაბ ადეიშვილთან გარიგებულიყო - ლია მუხაშავრია

უფლებადაცველ, ლია მუხაშავრიას განცხადებით, სასამართლო სისტემაში კრიზისი წლების წინ დაიწყო და მის აღმოსაფხვრელად არც წინა და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას ნაბიჯიც არ გადაუდგამს.

მისი თქმით, კრიზისის მთავარი მიზეზიც ხელისუფლების ,,ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლებთან კოჰაბიტაციის გაგრძელებაა.

როგორც მუხაშავრია ამბობს, სტრასბურში მოსამართლეების წარდგენის თარიღის გადაწევა მეტყველებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არსებობენ.

მისივე თქმით, ,,რუსთავი 2“- ის საქმეზე პრეცენდენტური გადაწყვეტილების გარდა, სტრასბურგში მოქალაქეების უამრავი სარჩელია შესული, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთვის დიდი თავსატეხია.

მუხაშავრია ვარაუდობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ზურაბ ადეიშვილთან გარიგება გადაწყვიტა და ამ გზით, წულუკიანი ცდილობს სტრასბურგში საქართველოდან შესული მოქმედი მოსამართლის დახმარებით სარჩელების სტატისტიკა შეამციროს.

,,ეს უწყება ცდილობს მოქალაქეებთან გარიგების სანაცვლოდ, სტრასბურგში სარჩელების სტატისტიკა შეამციროს. ეს იციან ევროპის სასამართლოს მოსამართლეებმაც და საკუთარ დამოკიდებულებას მსგავსი გარიგების მიმართ დაუფარავად აფიქსირებენ. როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც ევროსასამართლოში თეა წულუკიანის შერჩეული სამი კანდიდატი არაკვალიფიურად ჩათვალეს, უწყებამ გადაწყვიტა სწორედ ზურაბ ადეიშვილთან გარიგებულიყო. ფიქრობენ, რომ სანამ ახალი მოსამართლე გაერკვევა, უმჯობესია არსებულთან გავრიგდეთ და მისი საშუალებით ვცადოთ უხერხულობის მოგვარეობაო. სხვა ახსნა არ აქვს იმას, რომ მოსამართლეების რეგისტრაციის თარიღმა გადაიწია - სტრასბურგში წოწორიასთან მოლაპარაკების პარალელურად აქაც საკმაოდ არასასიამოვნო შიდა დინებებია“, - აცხადებს ლია მუხაშავრია ,,კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა

19 თებერვალი, 2020 , 17:15

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცე

„ქართული ოცნება“ წარმოადგენს, თავისი არსით და ბუნებით, კომუნისტურ, ნომენკლატურულ რევანშს „ვარდების რევოლუციის“ ფასეულობების წინააღმდეგ - გიორგი კანდელაკი

19 თებერვალი, 2020 , 17:15

,,საბჭოთა კავშირის ჰიმნი ქართულ ,,ოცნებას" ზედ აკვდება",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. „საკუთარი თავის მოსულელება „ქართულ ოცნებას“ ხან კარგად გა

პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა - სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი, 2020 , 15:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას 18 თებერვლის პერფორმანსს. „საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გა

ვერ მიაღწევენ ამ პრინციპით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია გათიშე და იბატონე -რომან გოცირიძე

19 თებერვალი, 2020 , 15:35

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პარტიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებით ვერ მიაღწევს ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა

19 თებერვალი, 2020 , 10:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა, - ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა კანონმ

50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდავობთ, ამიტომ დააბრუნეთ - ბექა დავითულიანი

18 თებერვალი, 2020 , 19:33

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საკრებულოს ინფორმაციით, ბექა დავითულიანმა თბილისის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`