უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 აპრილი, 2020 21:00
font-size

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი.

ომბუდსმენის ცნობით, ვებ-გვერდზე ნახსენები არ არის ის საკითხები, სადაც სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევებად ცნო სამინისტრო, მისი ქვემდებარე უწყება - სპეციალური პენიტენციური სამსახური და ასევე, მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შემოწმების დაწყების თაობაზე.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2020 წლის 22 იანვარს სახალხო დამცველმა მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და მოითხოვა იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლა.

სახელმწიფო ინსპექტორმა N1/100/2020 გადაწყვეტილებით, ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ნაწილში, სამართალდამრღვევად ცნო როგორც იუსტიციის სამინისტრო, ისე სპეციალური პენიტენციური სამსახური და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ორივე უწყება დააჯარიმა.

ამასთან, ინსპექტორის სამსახურმა გაიზიარა სახალხო დამცველის მოთხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შედეგად მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით.

სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი. პრეს რელიზში საუბარი მხოლოდ იმ ნაწილებს მიემართება, სადაც სახელმწიფო ინსპექტორმა არ დაადგინა დარღვევა ან სადაც ხანდაზმულობის ვადების გასვლის გამო ვერ მოახერხა საკითხის შეფასება. ნახსენები არ არის ის საკითხები, სადაც სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევებად ცნო სამინისტრო, მისი ქვემდებარე უწყება - სპეციალური პენიტენციური სამსახური და ასევე, მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შემოწმების დაწყების თაობაზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებიდან სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა არანაკლებ საგანგაშო ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 2019 წლის 19 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის დაარქივების (შენახვის) გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა 2019 წლის 18 აპრილს, დაწესებულებაში ჩვენი თანამშრომლის ვიზიტის წინა დღეს მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული პატიმრის განცხადება შეხვედრის თხოვნასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატში 2019 წლის 11 აპრილს შემოვიდა. დაგეგმილი ვიზიტის თარიღის შესახებ ინფორმაცია კი აპარატის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს ჰქონდა. შესაბამისად, კითხვის ნიშნებს აჩენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც მან, სწორედ, დაგეგმილი ვიზიტის წინა დღეს გამოსცა და რომლის შესახებაც მას არანაირი კანონიერი გზით არ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია.

თავის მხრივ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა სახალხო დამცველის რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის ჩაწერის მოტივაციაც. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არსებობდა ვარაუდი, რომ კონკრეტულ პატიმარს სახალხო დამცველის რწმუნებულის მეშვეობით, სხვა პირებისთვის გადაცემის მიზნით, შესაძლოა მოეხდინა N6 დაწესებულებიდან ინფორმაციის წერილობითი გატანა. აქვე მითითებულია, რომ „აღნიშნული ვარაუდი ამ კონკრეტული შეხვედრის ფარგლებში არ გამოიკვეთა, თუმცა, ამ დრომდე არ მომხდარა ვიდეოჩანაწერის წაშლა და ის დღემდე ინახება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ დაცულ ბაზაში, რადგან, სამომავლოდ შესაძლოა ჰქონდეს მსჯავრდებულის მიერ მითითებული ქმედების ჩადენის მცდელობას და გამოიკვეთოს ჩანაწერზე ასახული გარემოებების დადარების აუცილებლობა.“
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატისა და პატიმრის შეხვედრა სრულიად კონფიდენციალურია და მასზე რაიმე სახის მიყურადება და თვალთვალი აკრძალულია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ამ ქმედებამ კი გააჩინა განცდა, რომ ამ ერთი ფაქტის მიღმაც, სპეციალური პენიტენციური სამსახური უთვალთვალებს სახალხო დამცველის რწმუნებულებს, ახდენს მათი და პატიმრების შეხვედრების ვიდეო ჩაწერას და ჩანაწერების განუსაზღვრელი ვადით შენახვას მაშინ, როცა არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატში არ ყოფილა შემოსული სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან ინფორმაცია ან/და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აპარატის რომელიმე თანამშრომელი არღვევდა რომელიმე საკანონმდებლო მოთხოვნას.

ინსპექტორის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადასტურებული ფაქტი, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებს სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და პატიმრების შეხვედრების მეთვალყურეობას, კონტროლს, ჩაწერას, არღვევს როგორც შიდა ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო ნაკისრ ვალდებულებებს - წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმს, რომელიც ადგენს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციურ დამოუკიდებლობას, იმუნიტეტს და საქმიანობის დროს კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევის დაუშვებლობას.

წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმი[1] ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეებს, მათ შორის, საქართველოს - კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან და შესაბამისად, საქართველოში სახალხო დამცველთან. მიუხედავად ამ ვალდებულებისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური ჭრის კონსტრუქციული დიალოგის გზებს, მოწოდებულია სახალხო დამცველის აპარატის დისკრედიტაციისკენ და ამ მიზნით, არ ერიდება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებასაც კი.

სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებული დისკრედიტაციის მცდელობა შეიძლება ისახავდეს მხოლოდ იმ მიზანს, რომ ეჭვქვეშ დადგეს აპარატის მანდატის ეფექტური განხორციელება და ამით დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებებს მიადგეთ პირდაპირი და უშუალო ზიანი.
ამ ეტაპზე მთელი მსოფლიო და საქართველო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩაბმული. ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დახურულ დაწესებულებაში პატიმრების მონახულებას შესაბამისი პრევენციული აღჭურვილობითა და უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვით, იმისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი მანდატის შეუფერხებელი განხორციელება და ადამიანის უფლებების დაცვა დახურულ დაწესებულებებში. პარალელურად, სახალხო დამცველი დამატებითი რეაგირების გარეშე არ დატოვებს სახელმწიფო ინსპექტორის შემოწმებით სახალხო დამცველის აპარატის მიმართ გამოვლენილ პენიტენციური სამსახურის უკანონო ქმედებების ამსახველ ახალ გარემოებებს და აუცილებლად მიმართავს შესაბამის საერთაშორისო ორგანოებს მკაცრი ღონისძიებების გატარების მიზნით.

ამასთან, სახალხო დამცველი დააყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის მანდატის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის - პატიმრებთან შეხვედრის კონფიდენციალურობის უხეშად დარღვევის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული პერიოდის ჩავლის შემდეგ”, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგულაციების გამკაცრების რისკ-ფაქტორები შეიძლება გაიზარდოს - ეკატერინე ტიკარაძე

1 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ არ მოხდება მოქალაქეთა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მ

ახალი დანადგარები მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს - „ჯორჯიან მანგანეზი“

1 ივნისი, 2020 , 17:45

„ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება,- ამის შესახებ ინფორმაციას კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა

1 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ნინოობის დღესასწაულს ფოკიდან ულოცავს

1 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორწმუნეებს წმინდა ნინოს ხსენების დღე ფოკიდან მიულოცა. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, დღეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა.

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა - კათოლიკოს პატრიარქი

1 ივნისი, 2020 , 17:10

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქა

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

1 ივნისი, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს ბავშვების სოციალური ყოფის გაუმჯობესებისა და ძალადობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. "1 ივნისი ბავშვთა დაცვის ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!