უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მაისი, 2017 18:25
font-size

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მურუსიძის უვადოდ დანიშვნას ყოველგვარი მსჯელობის გარეშე ცდილობს - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის უვადო მოსამართლეებად შესაძლო დანიშვნას ეხმაურებიან. მათი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის გარდა დანარჩენები ამ ინიციატივას მხარს უჭერენ.

არასამთავრობოების შეფასებით, სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ წესი, რომლის მიხედვით მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე, არ ვრცელდება მურუსიძესა და სულხანიშვილზე, რადგან მათ მანამდე არსებული წესით დაენიშნათ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა.

NGO-ები ვარაუდობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, უვადოდ დანიშნოს მურუსიძე იქამდე, სანამ პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნთ, მიიღებს ახალ კანონმდებლობას მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ.

„აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის გამწესებას გამოსაცდელი ვადით, რომელისაც აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტს დაევალა 2017 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის წევრების უმრავლესობასაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, არ ელოდება პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. ეს წარმოშობს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საბჭო, არსებული შემადგენლობით, ცდილობს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობის გამოყენებით უვადოდ დანიშნოს ბატონი ლევან მურუსიძე, რომლის თანამდებობაზე გამწესებამაც 2016 წლის იანვარში ძლიერი საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია“, - წერია განცხადებაში.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ იუსტიციის საბჭო მურუსიძის უვადოდ დანიშვნას ყოველგვარი მსჯელობის გარეშე ცდილობს.

NGO-ები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 1 ივლისამდე განსახორციელებელი ცვლილებებით, ასევე მოაწესრიგოს სამწლიანი ვადით უკვე გამწესებული მოსამართლეების საკითხი. პარლამენტმა შესაძლოა საკითხი მოაწესრიგოს იმგვარად, რომ უკვე განწესებულ მოსამართლეებს უფლება მიეცეთ სამწლიანი ვადის ამოწურვამდე მიმართონ საბჭოს მათი უვადოდ გამწესების საკითხზე, რა დროსაც საბჭო ინდივიდუალურად იმსჯელებს თითოეულ ასეთ განცხადებაზე და მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას“.

გარდა ამისა, მათ მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ არ მიიღონ გადაწყვეტილება მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების მიღებამდე.

ანა მებურიშვილი

ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა

24 ივლისი, 2019 , 10:50

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან გასაუბრების დაწყების წინ, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა. მისი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოში გვიანობამდე

ეკა ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

24 ივლისი, 2019 , 10:05

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს შეხვდა. როგორც საქ

ოქუაშვილის თამბაქოს ბიზნესი, ჯოხთაბერიძის „მაგთიკომი“, „საქართველოს ტელეკომი“, რკინიგზა, ბენზინის იმპორტი... იმათთვის ჩვენ უნდა წაგვერთმია და ამათთვის გვეჩუქებინა - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივლისი, 2019 , 09:30

ეროსი კიწმარიშვილს მივეცი ფურცელი, დაწერე, რა გინდა-მეთქი, ერთი ფურცელი არ ეყო, ერთი კიდევ მივაწოდე, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ გა

შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ, რომ შემდეგ მათ საფრთხე არ შექმნოდათ - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივლისი, 2019 , 09:16

მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების მომგროვებელი, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა

24 ივლისი, 2019 , 09:07

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვედრას გამართავს ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Ana

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

24 ივლისი, 2019 , 08:43

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს