უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 ივნისი, 2018 10:45
font-size

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება.

საუბარია იმ 7 მოსამართლეზე, რომლებიც თანამდებობაზე 2015 წლის 1 აგვისტოს სამი წლის ვადით დაინიშნენ და ვადა უახლოეს მომავალში ეწურებათ.

ეს მოსამართლეები არიან: ნანა აფციაური, ეკატერინე კულულაშვილი, დავით კურტანიძე, ქეთევან მინაშვილი, თამარ ოქროპირიძე, ანა ჩხეტია, დავით წერეთელი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დღეს საბჭო 10 საკითხს განიხილავს. მათ შორის არის საკითხი, რომლის მიხედვითაც, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ახალი პროგრამის „სასამართლოს მრჩევლის“ პრეზენტაციას გეგმავს. პროგრამის მიზანია სასამართლო სისტემის გაძლიერებაში დახმარება.

დღესვე საბჭოს წევრები გაესაუბრებიან კონკურსის გარეშე, სხვა სასამართლოში დანიშვნის მსურველ მოსამართლეებსაც.

დღის წესრიგის თანახმად, საბჭო იმსჯელებს სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შესრულების ექვსთვიანი ანგარიშის ერთწლიანი ანგარიშით ჩანაცვლების შესახებ.

საკვანძო სიტყვები:

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი