უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 იანვარი, 2018 17:30
font-size

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს დავით ასათიანი ეხმიანება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ეხმიანება.

“ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ბატონ ვახტანგ მჭედლიშვილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ოთხი წლის განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ამ წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი იყო ბატონი ვახტანგის პროფესიონალური და პრინციპული დამოკიდებულება იმ სირთულეების გადაწყვეტასთან მიმართებით, რომელიც აბრკოლებს საქართველოში მართლმსაჯულების ეფექტიან ადმინისტრირებას.

აქვე, ადვოკატთა ასოციაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალბატონი ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნას. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამართული და გამჭვირვალე საქმიანობისათვის მეტად მნიშვნელოვანია მათ შორის, არამოსამართლე წევრთა დამოუკიდებელი და კომპეტენტური პოზიცია, რათა მართლმსაჯულების სისტემამ მოიპოვოს საზოგადოებრივი ნდობა და სათანადოდ უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სხვა კომპეტენტურ ინსტიტუციებთან“, - აცხადებს დავით ასათიანი

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 წლით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 ნოემბერი, 2018 , 12:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული მ.ჯ. და ი.ტ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგ ვიდეოჩანაწერები ვრცელდება (ვიდეო)

19 ნოემბერი, 2018 , 11:20

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ ახალ ფარული ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი და "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლები მონაწილეობენ. ექვს ვიდეო ფაილში იმ საუბრის ცალკეული ეპიზოდებია აღბეჭდილი, რომელიც სპო

სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ

17 ნოემბერი, 2018 , 18:47

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ რ

გორში 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარს ეძებენ

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

გორში სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ძებნას განაგრძობენ. სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

17 ნოემბერი, 2018 , 11:05

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზ

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ შვედეთში საქართველოს საკონსულოში განაცხადეს. შვედეთში საქართველოს საკონსულოს განცხადებას საქართველოს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`