უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
სამართალი
26 თებერვალი, 2018 15:55
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ლევან თევზაძე დაამტკიცა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ 11 ხმით ლევან თევზაძე დაამტკიცა. გადაწყვეტილება საბჭომ კენჭისყრის შედეგად მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ანა დოლიძეს. მისი თქმით, მსგავსი კენჭისყრა არ ეკადრება იუსტიციის საბჭოს, რადგან არ არსებობს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერია საბჭოს კიდევ ერთ არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს.