უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქარათველოს პარლამენტს წარუდგენს.
გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ყველა კანდიდატი მათი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით შეირჩა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მოსამართლეებმა კონსულტაციები გამართეს.
„ვფიქრობთ, რომ ორგანული კანონი აწესებს კრიტერიუმებს და პრინციპებს, რომლის მიხედვით შეირჩევიან მოსამართლეები სასამართლოში - კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. მივიღეთ გადაწყვეტილება და შევჯერდით გარკვეულ კანდიდატებზე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.