უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 ივლისი, 2019 15:00
font-size

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე თანხმობა მიიღო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე თანხმობა მიიღო. საბჭომ კენჭისყრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ მიიღო. ამის შესახე ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, საკითხი სადაო იყო და ამიტომ უნდა განხილულიყო სიღრმისეულად.

„როგორც დაინახეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ეშინია ინფორმაციის გასაჯაროების, უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა იყო, რასაც მიეძღვნა დღევანდელი სხდომა. 137 კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებები და თანდართული ყველა დოკუმენტი, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა, გახდება ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო საბჭოს წევრებისთვის და ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს თუ ასე გული შესტკიოდათ საზოგადოების ინტერესზე, მათ თავისუფლად შეეძლოთ, საკუთარი, პირადი პასუხისმგებლობითაც გაესაჯაროებინათ ეს ინფორმაცია. მათი ეს მთელი ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს რაღაცას ვმალავთ ან გვეშინია რაღაც ინფორმაციის, არის აბსურდი. უბრალოდ, თვითონაც ხვდებოდნენ, რომ საკითხი სადავო იყო და კოლეგიალურად განხილვას საჭიროებდა“, – განაცხადა დიმიტრი გრიტიშვილმა.

საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მათი დიდი ძალისხმევის შედეგია.

„რეალურად, გამოვიდა ისე, რომ ყვავს გავაგდებინეთ კაკალი. ამ პროცესში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიღებული იყო ეს. დანარჩენი პრობლემები ღიად რჩება. თქვენ ნახეთ, რომ ირაკლი შენგელია და თამარ ონიანი, რომელთა ახლო ნათესავებიც მონაწილეობენ ამ კონკურსში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დისკუსიობდნენ და აქაც არის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მათ მიერ გამოთქმული ნებისმიერი აზრი აღიქმება ისე, რომ ისინი შესაძლოა მოქმედებნენ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება მათ ახლო ნათესავების მონაწილეობას ამ კონკურსში“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა,

საპატრულო პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

20 ოქტომბერი, 2019 , 11:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამა

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

19 ოქტომბერი, 2019 , 15:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უ

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი გაათავისუფლეს

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2000-2000-

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და ქალაქ ოზურგეთში განხორც

თბილისში მდებარე ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში მდებარე

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ორი მსჯავრდებული გაამართლა

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გასამართლებული გია ჭანჭალეიშვილი და რომან ჩხაიძე გაამართლა. უწყებ