უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 სექტემბერი, 2016 18:45
font-size

იუსტიციის მინისტრმა ევროსასამართლოში ქართველი მოსამართლის არჩევის პროცესის შესახებ კომენტარი გააკეთა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანის განცხადებით, „გუშინ, საღამოს, ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ, რომელსაც ოპოზიციური პარტია მართავს, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც არის ტყუილი და მას აჰყვა არაერთი რესპექტაბელური მედიასაშუალება და არაერთი ძალიან პატივსაცემი ინსტიტუტი“. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ გუშინ პარიზში გამართულ კომიტეტის სხდომაზე ცნობად მიიღეს ჩვენ მიერ გაგზავნილი სამი კანდიდატის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, კომიტეტმა იმსჯელა და სია ცნო დასაშვებად, რის შემდეგაც გაიმართა კანდიდატებთან გასაუბრება“.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სიის ჩავარდნის შემთხვევაში, კანდიდატებთან გასაუბრება არ შედგებოდა, შესაბამისად, მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„კანდიდატების გასაუბრების შემდეგ გადაწყდა, რომ, რაკი მოქმედ მოსამართლეს თებერვალში ეწურება ვადა, გამარჯვებული იანვარში გამოვლინდება, − თქვა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა − შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის ინტერესებში არ ყოფილა“.

თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და პასუხს აგებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე:
„ჩვენ, ყველანი ერთად − ჟურნალისტები, მინისტრები, ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეები, შევადგენთ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც აგებს პასუხს თავის გადაწყვეტილებებზე, რადგან ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ამიტომაც მთავრობას, როგორც სუვერენული ქვეყნის წარმომადგენელს, წარედგინა კომისიის მიერ ხუთპირიანი სია და ის იყო თავისუფალი, ამ ხუთი პირიდან შეერჩია სამი. მთავრობამ შეარჩია ის სამი, ვინც შეარჩია საბოლოოდ. ეს სამი კანდიდატი, იმიტომ, რომ სია დასაშვებად გამოცხადდა, დაშვებულ იქნა გასაუბრებაზე“.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ევროპის საბჭოს პრეროგატივაა და საქართველოს მთავრობა ამ პროცესში არ მონაწილეობს.

„კანდიდატები ადასტურებენ, რომ გასაუბრება გაიარეს − როგორ გაიარეს, ეს ჩემი საქმე არ არის. საპარლამენტო ასამბლეის დამოუკიდებელი კომიტეტი გამარჯვებულს გამოავლენს იანვარში და თებერვალში გვეყოლება ახალი მოსამართლე, რადგან მოქმედს უკვე ვადა ეწურება. საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს სია თებერვლისთვის არ შეიცვლება, რადგან ევროპის საბჭოდან ამის მოთხოვნა არ წამოსულა. პირიქით, გუშინ გადაწყდა, რომ სია დასაშვებია და გასაუბრებაზე მიიწვიეს სამივე კანდიდატი“, − განმარტა მან.

იუსტიციის მინისტრმა ის შემთხვევებიც გაიხსენა, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო კომიტეტმა კანდიდატებთან გასაუბრებაზე უარი თქვა.

„ბევრჯერ ბევრ ქვეყანას, დიდსა თუ პატარას, დამართნია ისე, რომ სია ჩავარდნილა. შესაბამისად, კანდიდატები არ მიუშვიათ გასაუბრებამდე. მე მიხარია, რომ საქართველოს, ჩვენს პატარა, მაგრამ სუვერენულ ქვეყანას, ეს არ დაემართა. სია იქნა დასაშვებად ცნობილი და კანდიდატები დაშვებულ იქნენ გასაუბრებაზე“, − აღნიშნა მან და კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს წარმატება უსურვა:

„იმედი მაქვს, რომ მათ ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა. დანარჩენს ევროსაბჭო გადაწყვეტს და ყველას მინდა, მოგიწოდოთ, რომ არ მოხდეს ამ პროცესის პოლიტიზება, რადგან ეს არ არის პარტიული საკითხი; ეს არის ჩვენი ქვეყნის − საქართველოს სია“.

ცნობისათვის: გავრცელებული ინფორმაციით, ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს - ევა გოცირიძეს, ალექსანდრე ბარამიძეს და გიორგი ბადაშვილს მხარი არ დაუჭირა.

კანდიდატების სიას საქართველოს სტრასბურგის სასამართლი უკან დაუბრუნებს და ახალი კანდიდატების დასახელებას მოითხოვს.

საკითხის განხილვა ევროსასამართლოში 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი