უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
სამართალი
იუსტიციის სამინისტრომ დეპორტირებული ადამიანების საქმეზე მუშაობა ნაციონალური მოძრაობის მოწოდების შემდეგ დაიწყო- ბექა ბასილაია
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ბექა ბასილაიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული ადამიანების საქმეზე მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც მათ ამისკენ ნაციონალურმა მოძრაობამ მოუწოდა.
ამის შესახებ ბასილიამ იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და ბინძური კამპანიის ნაწილი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სტრასბურგის სასამართლოს მიეწოდა მასალები და ამ მასალებზე დაყრდნობით 2014 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ხელსუფლებამ ამ თემებზე მუშაობა, რაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, აქტიური კამპანია აწარმოა და პირდაპირ მოითხოვა იუსტიციის სამინისტროსგან ამ ადამიანების მხარდაჭერა. მანამდე ისინი ყურს არ იბერტყანვდნენ“,-განაცხადა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს 2006 წლის შემოდგომაზე, რუსეთიდან გამოძევებული 1775 ქართველი მსხვერპლის შესახებ მასალები გადაუგზავნა.
უწყების ინფორმაციით, მასალები მოიცავს საქართველოს მოქალაქეების გამოძევების შესახებ დეტალურ მონაცემებს დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.
ქართული მხარის შეფასებით, გაგზავნილი სია რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებს, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა საქართველოს 4 600-ზე მეტი მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება.
სამინისტროში განმარტავენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქმე 2006 წელს შეეხება, რთულია ყველა ადამიანზე ინფორმაციის მოძიება. შესაბამისი მონაცემი კი რუსეთში ინახება.
უწყებაში ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს სტრასბურგში მხოლოდ 118-ზე მეტი ადამიანის შესახებ ინფორმაცია იქნა გადაგზავნილი.
მონიკა დავლიანიძე