უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 თებერვალი, 2024 11:48
font-size

მივმართავ იმ პირებს, რომლებიც დიდგაბარიტიან სატვირთო ავტომანქანებს მართავენ, შეზღუდვის საათებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და დაწესებულ რეგულაციებს მოერგონ - კახა კალაძე

დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილია შესაბამისი გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის - ეს არის სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებითვე, სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა დილის 8:00 საათიდან, 11:00 საათამდე და საღამოს - 17:00-დან, 20:00 საათამდე.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც თბილისში პირველი იანვრიდან ამოქმედდა და ეხება სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში, გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვას.

ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას, მათ შორის იმ არეალების შესახებ, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს და დადგენილია შესაბამისი გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის - ეს არის სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები. სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა დილის 8:00 საათიდან, 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე.

აკრძალულ ზონაში შეზღუდვის საათებში გადაადგილება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. მინდა მივმართო იმ პირებს, რომლებიც მართავენ და ექსპლუატაციას უწევენ ასეთ სატრანსპორტო საშუალებებს, თავი შეიკავონ ასეთ დროს გადაადგილებისგან და მოერგონ იმ რეგულაციას, რომელიც დადგენილია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე თბილისის საკრებულოს მიერ“,- განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლებმა მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ.

„პირველი იანვრიდან ასევე ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვით დასაშვებია სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება საავტობუსო ზოლში.

აღნიშნული ცვლილებები განათლების სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ და გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებთან.

აღნიშნული წესის შესაბამისად, კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტს, მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ, შეათანხმოს სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალი და ამის შედეგად შეუძლია უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება.

სკოლამ უნდა მიმართოს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი